ზურაბ ჯაფარიძე: პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა ბოიკოტის რეჟიმში – ნონსენსია

Read Time:38 Second

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე პარტიების დაფინანსების საკითხზე პოლიტიკური მოძრაობის პოზიციას კიდევ ერთხელ განმარტავს. ამ თემაზე ის Facebook-ზე წერს.

„პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა ბოიკოტის რეჟიმში – არის ნონსენსი. მაშინ დავაკონკრეტოთ რას ვგულისხმობთ ბოიკოტში. პარლამენტარის ხელფასი რესურსი არ არის? პარლამენტარის თანაშემწის ხელფასი რესურსი არ არის? საპარლამენტო დელეგაციებში ადგილები, მივლინებები და საერთაშორისო კონტაქტების გაჩენა/გამყარება? სადეპუტატო იმუნიტეტი? პარლამენტარების ოთახები? მაშინ ვთქვათ, რომ ბოიკოტი გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილოებაზე უარის თქმას ანუ, საკომიტეტო სხდომებსა და სესიებზე არდასწრებას, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მოსულა, რადგან „პარტიას რესურსები სჭირდება, ბიძინაა დასამარცხებელი“.

პ.ს. ეს ისე, სიცხადისთვის. „გირჩი მაინც არ იზამს არცერთს, თუ ბოიკოტი ძალაში დარჩა“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

ცესკოს საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნით 9 პარტიამ მიმართა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს
Next post ლევან დავითაშვილი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პურზე ფასი არ გაიზრდება