ლევან დავითაშვილი: სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, პურზე ფასი არ გაიზრდება

Read Time:33 Second

მოსახლეობას სრული პასუხისმგებლობით ვუცხადებ, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„არის ობიექტური გარემოებები, რომლის შესაბამისად ქვეყანაში ფქვილის ფასი ძვირდება და შესაბამისად შეიძლება ეს ასახულიყო პურის ფასზე. პური არის განსაკუთრებული სტრატეგიული პროდუქტი. გვესმის, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა არის საკმაოდ მძიმე იმ ეკონომიკური პრობლემიდან გამომდინარე, რასაც იწვევს კორონავირუსი. ამიტომ ჩვენ გვქონდა მუდმივი მუშაობა მწარმოებლებთან, რომელის შედეგადაც, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხორბლის ფქვილის, ამ შემთხვევაში პირველი ხარისხის ფქვილის სუბსიდირებაზე იმგვარად, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ის ფასები, რომლებიც პურის გაძვირებას აგვარიდებს თავიდან. ​პროგრამა მომავალი კვირიდან ამოქმედდება და მინდა მოსახლეობას სრული პაუსხიმგებლობით განვუცხადო, რომ პურზე ფასი არ გაიზრდება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ ჯაფარიძე: პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა ბოიკოტის რეჟიმში – ნონსენსია
Next post სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დასახმარებლად მერია ნახევარ მლნ ლარს გამოყოფს