ანანურში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს

Read Time:48 Second

დუშეთის მუნიციპალიტეტის ანანურის ადმინისტრაციულ ერთეულში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის მეორე ეტაპის სამუშაოების მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო  რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

ტერიტორიის საერთო ფართობი 10001 კვ მეტრია და ის მოსახლეობისთვის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი და სარეკრეაციო სივრცე იქნება.

პროექტის ფარგლებში მოეწყო საფეხბურთო მოედანი და  კალათბურთის  კორტები, ორი ფრენბურთისა და ერთი საბავშვო გასართობი მოედანი .იგეგმება ფანჩატურების განლაგება , გაკეთდება გასახდელები, დაცვისა და ტექნიკური ოთახები, განთავსდება ბიოტუალეტები. სკვერში მოეწყო ბილიკები, გარე განათების სისტემა, სასმელი წყლის ფანტანები, სანაპირო ზოლზე კი – პლაჟი. სკვერს ექნება საკუთარი ავტოპარკინგი.

ტერიტორიაზე მიმდინარეობს ემონიუსის ბუჩქების და ტირიფების დარგვის პროცესიც, რომელშიც მონაწილეობა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმაც მიიღო.

სამუშაოებს შპს ,,გლობალ სტანდარტმშენი’’ ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 939028 ლარია.

ტურისტული ინფრასტრუქტურის კეთილოწყობის სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება.

„ეს არის პროექტი,რომელიც სოფელ ანანურს ტურისტულად უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის, გარდა რეკრეაციული ზონის მოწყობისა პროექტმა გააჩინა სამუშაო ადგილები, რაც ადგილობრივებისთვის  დამატებით შემოსავალს ნიშნავს“,- განაცხადა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.

მოქალაქეებს აღნიშნული ატრაქციით სარგებლობა მიმდინარე წლის ბოლოდან შეეძლებათ.

ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში კორონავირუსის 4 780 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 ადამიანი
Next post ზურაბ ჯაფარიძე: პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა ბოიკოტის რეჟიმში – ნონსენსია