დღე-ღამეში მსოფლიოში 7 689 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Read Time:28 Second

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1 024 000 ათასს გადააჭარბა.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 1 024 672 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 34 396 222 ადამიანი დაინფიცირდა.

მხოლოდ ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 234 501 შემთხვევა გამოვლინდა, 7 689 ადამიანი კი COVID-19-ს ემსხვერპლა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ თემურ შუბითიძეზე თავდასხმა პოლიტიკური შურისძიება იყო
Next post გოჩა ენუქიძე დღეს ონის მუნიციპალიტეტში, შეუბნისა და გომის თემების მოსახლეობას შეხვდა