მამუკა მდინარაძე: დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ თემურ შუბითიძეზე თავდასხმა პოლიტიკური შურისძიება იყო

Read Time:53 Second

დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტზე, თემურ შუბითიძეზე თავდასხმა პოლიტიკური შურისძიება იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„​ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ბოლო პროვოკაციებს, რომლებზეც, სამწუხაროდ, ჩვენი აქტივისტები და შტაბის წევრები წამოეგნენ, შედეგად მოჰყვა კონკრეტული პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. სხვა ძალიან სერიოზულ ფაქტორებთან ერთად, მათ შორის ამის გამოც მოვუწოდეთ ჩვენ ყველას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ პროვოკაციებზე აყოლისგან. გარდა იმისა, რომ ​ეს ყველაფერი აზიანებს პროცესს და „ნაცმოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს, შედეგად მოჰყვება პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ ძალადობას არაფერი ამართლებს. თქვენ იცით, რომ ამას რევანშის სახით მეორე დღესვე მოჰყვა დღეს დაკავებული შუბითიძის ძმის ფიზიკური დაზიანება. მას აქვს დამტვრეული სახის თითქმის ყველა ძვალი და საკმაოდ მძიმე ოპერაცია ჩაუტარდა. მეორე დილითვე მას დახვდა ოთხი ადამიანი და სასტიკად სცემა. დღეს ნათლად გამოჩნდა, რომ ეს იყო მისი ძმის მიმართ პოლიტიკური შურისძიება“, – განაცხადა მდინარაძემ.

29 სექტემბერს მარნეულში „ნაცმოძრაობის“ აქტივისტების სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე 2 ადამიანი დააკავეს. 30 სექტემბერს „ქართული ოცნების“ საარჩევნო სპეციალისტს, თემურ შუბითიძეს, რომელიც მარნეულში, სამსახურში მიდიოდა, გზაში სასტიკად გაუსწორდნენ. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მის ავტომობილს მანქანა განზრახ შეაჯახეს, რის შემდეგაც ოთხმა პირმა მას სასტიკად სცემა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზუგდიდში კორონავირუსი გამოუვლინდა მოსწავლეს, რომელიც თვითიზოლაციის რეკომენდაციის მიუხედავად, მშობელმა სკოლაში მიიყვანა
Next post დღე-ღამეში მსოფლიოში 7 689 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა