გურამ დოჩანაშვილს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა
მწერალ გურამ დოჩანაშვილს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.
საპატიო თბილისელები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ეზოში გაიმართა და პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე, ფართო საზოგადოებისთვის ტელევიზიის საშუალებით გადაიცა.
საპატიო თბილისელის წოდება მწერალ გურამ დოჩანაშვილთან ერთად ცხრა ექიმს მიენიჭა.
საზეიმო საღამოზე, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა, მისი უკვდავი მელოდიები შესრულდა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველი, ნანი ბრეგვაძე, გიორგი ცაგარელი, ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ეკა მამალაძე და Georgian Six.
წლევანდელი „თბილისობა“ მთლიანად გია ყანჩელს ეძღვნებოდა, მაგრამ ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, თბილისის მერიამ დედაქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებული ყველა ღონისძიება, გარდა საპატიო თბილისელების დაჯილდოებისა, გააუქმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი ამ დღეს კოლეგებთან საერთო ენის პოვნას და საქმიანი ურთიერთობის...
იუსტიციის სახლები საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გრძელდება
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ერთდროულად, 14 იუსტიციის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მასშტაბური მშენებლობების დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლების რაოდენობა 132-მდე გაიზრდება. სახელმწიფო...
მამუკა ხაზარაძე: ბიძინა! მალე დადგინდება საერთაშორისო სასამართლოში ვინ არის ამ ქვეყანაში ნამდვილი თაღლითი
სტრასბურგის სასამართლომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში ჩვენი სარჩელი განხილვაში მიიღო - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს:...
„სიტყვებია ზედმეტია, ისეთი ტკივილია…“ -ტრაგედია ქედაში
ავარიას დოლოგანში 21 წლის ლაშა ხალვაში ემსხვერპლა. ამის შესახებ შოთო სიხარულიძე წერს. „გლოვობს ჩემი ბათუმი, მიწამ როგორ უნდა მიგიღოს. ეს...
“ფორმულა” გადაცემების ნაწილს ხურავს
ტელეკომპანია "ფორმულა" გადაცემების ნაწილს ხურავს. ამის შესახებ ტელეარხმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა. კონტრაქტები შეწყდება თანამშრომელთა ნაწილთანაც, საუბარია ათეულობით ადამიანზე. "ჩვენი მაუწყებლობა...
„არ ვარ, მეგობრებო, გამოსახული წმინდა მატრონას ხატზე, ასეთი დახვეწილი არც სახე მაქვს და არც ცხვირი“ – ირმა ინაშვილი მიმართვას ავრცელებს
ირმა ინაშვილი უარყოფს საზოგადოების ნაწილში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს მატრონას ხატის ერთ-ერთ ფრაგმენტზე მისი სახეა გამოსახული. პოლიტიკოსი ამასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:...