ავტობუსებისგან ჰაერის დაბინძურებაზე აუდიტის დასკვნას კალაძე ეთანხმება

Read Time:41 Second

თბილისის მერი კახა კალაძე სახელმწიფო აუდიტის დასკვნას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც დედაქალაქში მოძრავი ავტობუსები ჰაერს აბინძურებენ. კალაძის თქმით, ის დასკვნას ეთანხმება. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

“მეგონა, რომ უფრო მძიმე შედეგი იქნებოდა. ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით არჩევნების განმავლობაში და ახლაც მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის არის ზოგადად, ტრანსპორტის მოწესრიგება. დაანონსებული გვაქვს მთლიანად ყვითელი ავტობუსების პარკის ჩანაცვლება, რომელიც მართლაც მძიმე მდგომარეობშია. ერთი ის, რომ ყველანაირი რესურსი აქვს ამოწურული ამ ავტობუსებს, რამდენი წელია უკვე ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას და მეორე, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით ნამდვილად ვეთანხმები აუდიტს, რომ არის სერიოზული პრობლემა. შესაბამისად, წელს ჩვენ ვაპირებთ ასი ერთეული ავტობუსის შესყიდვას და მომდევნო წლების განმავლობაში საერთოდ, მთლიანად იქნება ჩანაცვლებული არსებული პარკი ახალი ევროპული ტიპის ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით”, – განაცხადა კალაძემ.

2017 წელს თბილისში მოსიარულე 816 მუნიციპალური ავტობუსიდან 143 არ უწევდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, დანარჩენი 673 ავტობუსიდან, 456 ავტობუსმა (68%) ინსპექტირება ვერ გაიარა. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის დასკვნაში წერია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რუსი დიპლომატები ბრიტანეთს ტოვებენ
Next post ირაკლი კობახიძე – მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს ან სახალხო დამცველმა ახალი კანდიდატურა წარადგინოს