ირაკლი კობახიძე – მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს ან სახალხო დამცველმა ახალი კანდიდატურა წარადგინოს
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე ან ახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს, ან სახალხო დამცველს ექნება საშუალება, რომ ამ თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა წარადგინოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებზე მსჯელობა გვქონდა. ეს ყველაფერი ოფიციალური განცხადების შემოსვლაზე იქნება დამოკიდებული. სხვადასხვა პროცედურებია გათვალისწინებული. ჩვენ შემდგომ ნაბიჯებს უნდა დაველოდოთ და ამის საფუძველზე ან ახალი კონკურსის გამოცხადება დაგვჭირდება, ან სახალხო დამცველს ექნება საშუალება, რომ თანამდებობაზე ახალი კანდიდატურა წარმოადგინოს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატად ზვიად დევდარიანი 16 მარტს დაასახელა. ამის შემდეგ „ქალთა მოძრაობამ“ ზვიად დევდარიანი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, რის გამოც, ზვიად დევდარიანმა კანდიდატურა მოხსნა. სახალხო დამცველმა ზვიად დევდარიანის გადაწყვეტილება მიზანშეწონილად მიიჩნია.
ამასთან, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა აღნიშნა, რომ ზვიად დევდარიანის მიერ კანდიდატურის მოხსნის გამო, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში სახალხო დამცველის მიერ წარსადგენი კანდიდატის შესარჩევად ხელახალი კონკურსი უნდა გამოცხადდეს. მისივე თქმით, სახალხო დამცველს სამეურვეო საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მამუკა მდინარაძე: ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, თანაც ვსაუბრობთ ხალხის წინაშე გამჭვირვალობაზე
ყალბია მტკიცება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შემოსავლები ისედაც გამჭვირვალეა, შემოსავლების სამსახურში წარდგენილი დეკლარაციები საგადასახადო, კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს. სახელმწიფო ორგანო ვერ იქნება...
ზურაბ ქადაგიძე: 29 აპრილი ჩაიწერება ისტორიაში, როგორც საყოველთაო-სახალხო რეფერენდუმი! – ვირჩევთ ილია ჭავჭავაძის გზას
"დღე, როდესაც ქართული საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ჭეშმარიტ სუვერენიტეტს, მშვიდობასა და ძლიერ საქართველოს! - ჩვენ დღეს ვირჩევთ სუვერენულ, ჭეშმარიტად...
“თქვენი მიზანია პროვოკაცია” – ხმაური პარლამენტში
ხმაურით დაიწყო პარლამენტის იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილება. კამათი ოპოზიციონერი...
თამარ ჩიბურდანიძე: პროვოკაციების მაძიებლებს გუშინაც კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ქართულმა პოლიციამ აჩვენა, რომ ევროპულ სტანდარტებზეც კი მაღლა დგას
საქართველოს ყველა ნორმალურად მოაზროვნეს ამ დღეების პროცესების ყურებისას, ნამდვილად გაუჩნდებოდა იმის განცდა, რომ ცხოვრობს უსაფრთხო ქვეყანაში, - ამის შესახებ „ხალხის...
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება და თუ გლობალურ ომის პარტიაში ჩვენი არ ესმით, დღეს ამას თავად ქვეყნის მოქალაქეთა უმრავლესობა გააგონებს რუსთაველის გამზირიდან
ეს იქნება ერის ხმა, რომელიც წინააღმდეგია საკუთარი სარწმუნოების გაუფასურების, სუვერენიტეტის დათმობის, ლგბტ პროპაგანდის დაშვების და ზოგადად, საქართველოს მოქალაქეების ბიომასად ქცევის,...
რატომ გამოიყენა მერიამ ტერმინი “არასანქცირებული” ოპოზიციის აქციასთან მიმართებით – მამუკა მდინარაძის განმარტება
რაც არ უნდა იკადრონ, მთავარია, რომ არ არსებობს იმაზე წინ არაფერი, ვიდრე საკუთარი სამშობლო, მამული, ენა სარწმუნოება, - ამის შესახებ...