ირაკლი ღარიბაშვილი დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს

Read Time:46 Second

„ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არაერთხელ განგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთან შეხვედრის დროს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შარლ მიშელის ჩართულობა სისტემატური არ არის სხვა ქვეყნებთან მიმართებით და ჩვენი ქვეყნის მიმართ მისი ჩართულობა ადასტურებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისთვის. ეს არის ნდობის გამოხატულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც გვაკისრებს დიდ პასუხისმგებლობას ყველა აქტორს და ასეთივე პათოსით, პასუხისმგებლობით გამსჭვალული უნდა მოვეკიდოთ აღნიშნულ საკითხს.

კიდევ ერთხელ მინდა, სრული მზაობა დავაფიქსირო ჩვენი გუნდის, პარტიის სახელით, რომ ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არაერთხელ განგვიცხადებია, მათ შორის ოპოზიციასთან შეხვედრის დროს, არაერთ ფორმატში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონი არის ძალიან გამოცდილი დიპლომატი.

„ის ძალიან კარგად იცნობს საქართველოს და გვაქვს მოლოდინი, რომ ეს პროცესი ძალიან მალე დასრულდება. იმედი მაქვს კონსტრუქციული დიალოგის და ჩვენი ოპოზიციის კონსტრუქციულობის“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პიტერ სიიარტო: მხარს ვუჭერთ საქართველოს სურვილს, 2024 წელს წარმოადგინოს მოთხოვნა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით
Next post ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი მასთან საუბარში, რომ მინისტრები დაურეკავდნენ