დიმიტრი ხუნდაძე მიხეილ სააკაშვილზე: მისი მიდგომა არა თუ არასერიოზული, არამედ სახიფათოა
არ გამკვირვებია მისი ასეთი შეფასება. მისი განცხადებების ქრონოლოგიას თუ მივყვებით, ის ერს და ქვეყანას ევლინებოდა დისტანციურად მხსნელად, თითქოს ის იყო გამაერთიანებელი ოპოზიციის, მაგრამ საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გამჟღავნდა მისი ზრახვები, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასებისას, როდესაც სააკაშვილმა თქვა, ან „ნაციონალური მოძრაობა“ მოიგებს არჩევნებს, ან საქართველო დაიღუპებაო.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ბოლომდე ვერ შეინახა ის, რასაც ფიქრობდა.
„ის ამბობს დღეს, რომ ან ხელისუფლებაში უნდა იყოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილი, ან ქვა ქვაზეც ნუ დარჩენილა. ასეთი მიდგომა არა თუ არასერიოზული, არამედ სახიფათოა და ვფიქრობ, საზოგადოება კიდევ ერთხელ და უფრო მაღალ ხარისხში გაითვალისწინებს „ნაციონალური მოძრაობის“ შესაძლო დაბრუნების თეორიულ რისკებს, რომელიც პრაქტიკულად წარმოუდგენელია“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
იქამდე, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა- „მე ვხედავ საზოგადოების კოალიციას, მე საერთოდ ვერ ვხედავ პარტიულ კოალიციას. არ მჯერა პარტიებისა და პარტიუკების, არ მჯერა პოლიტიკანობის. მე მჯერა სახელმწიფო მოღვაწეების, ინოვაციის, ფართო საზოგადოებრივი ხედვის, პატრიოტიზმის, ფართო საზოგადოების გაერთიანების. ახლა გვჭირდება სტაბილიზაცია. ნაციონალური მოძრაობა ამ არჩევნებზე უმრავლესობას ან აიღებს, ან საქართველო დაიღუპება“, – აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
სულ რაღაც 2 დღეა დავბრუნდი, ერთი შეკრებიდან. პოლონეთის პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა, დანაყოფების მეთაურები, სხვა ქვეყნების ძალოვანი უწყების პირველი პირები, ყველა...
მამუკა მდინარაძე: ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, მამული, ენა, სარწმუნოება, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ხვალინდელ შეკრებას შემოუერთდნენ
ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება, სადაც ჩემი აზრით, ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას, –...
მამუკა მდინარაძე: ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება. ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას
ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის და, როგორც ცნობილია, ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება სადაც, ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა,...