კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა კვლევების გაყალბებითაა დაკავებული
როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, არჩევნებს აყალბებდა, ახლა, ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო რეიტინგებთან დაკავშირებული კვლევების შესახებ განაცხადა.
„ბოლო დროს ძალიან ბევრი კვლევა ვიხილეთ და მხოლოდ ერთი შემიძლია, ვთქვა, თუ წინა წლებში, მაშინ როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო და აყალბებდა არჩევნებს, ახლა ისინი დაკავებულნი არიან კვლევების გაყალბებით. ბოლო კვირებში, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან მომზადებული კვლევები ვნახეთ, ტელევიზიების კვლევები. შეიძლება, იყოს დავა და მსჯელობა, თუ ვინ ჩაატარა და როგორი მეთოდოლოგია იყო, მაგრამ ის, რაც გუშინ აჩვენეს, ყველაფერს სცდება“, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ყველაფერი შედარებითია და საზოგადოებისთვის არჩევანი მარტივი გასაკეთებელი იქნება.
„ძალიან მარტივია არჩევანის გაკეთება. ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ ხოლმე, როდესაც მათი მმართველობის 9-წლიან პერიოდზე ვსაუბრობთ. მეც არ მომწონს, როდესაც ამის შეხსენება გვიწევს, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. რადგან ეს პოლიტიკური პარტია ჯერ კიდევ არის პოლიტიკურ ველზე, უნდა გავაკეთოთ შედარებები, რა იყო წარსულში, რა გვაქვს დღეს და როგორი საქართველო გვინდა, საით მივდივართ. არჩევანის გაკეთება საზოგადოებისთვის, ვფიქრობ, ძალიან მარტივია“,- განაცხადა კალაძემ.
IPSOS-ის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 25 % „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 15,5 %, „ევროპულ საქართველოს“ – 5 %.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
თამარ ჩიბურდანიძე: ოპოზიციის ლიდერებმა დაინახეს, რომ უცხოური ფულით დაფინანსებულ მათ „ენჯეოებს“ ავტორიტეტი არა აქვთ და კულისებიდან გამოვიდნენ, თუმცა – უშედეგოდ. ისინი ხვალინდელი მარცხისთვის ემზადებიან
„უცხოეთის ხმამაღალი განცხადებებით გადიდგულებულმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა ამ დღეებში საბედისწერო შეცდომა დაუშვეს - საკუთარი თავი ბოლომდე გააშიშვლეს და ქართველ ხალხს...
გიორგი ვაშაძე: ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ ეკისრება
ყველა პროვოკაციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ. იმიტომ, რომ არ შეიძლება ძალით მოგყავდეს ხალხი და პარალელურად კომიტეტს მართავდე, რომელიც ბუნებრივ პროტესტს იწვევს...
დავით კაჭარავა: მნიშვნელოვანია, 29 აპრილის აქციაზე ყველამ დაინახოს, როგორი მხარდაჭერა აქვს ჩვენს გუნდს – ეს იქნება გზავნილი მსოფლიოსთვის, რომ საქართველოს საზოგადოებას სურს, თავად მიიღოს გადაწყვეტილებები
„ეს მკაფიო მესიჯი იქნება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ - ხალხი სწორედ იმის გარშემო უნდა გადაერთდეს, რამაც დღევანდელ დღემდე...
გიორგი გამსახურდია „ნაცმოძრაობას“: ვინც თქვენ მხარს დაგიჭერთ, ლაზარეზე უარესია
სულ რაღაც 2 დღეა დავბრუნდი, ერთი შეკრებიდან. პოლონეთის პოლიციის მთელი ხელმძღვანელობა, დანაყოფების მეთაურები, სხვა ქვეყნების ძალოვანი უწყების პირველი პირები, ყველა...
მამუკა მდინარაძე: ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, მამული, ენა, სარწმუნოება, ქვეყნის რეალური და ჭეშმარიტი ევროპული მომავალი, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ხვალინდელ შეკრებას შემოუერთდნენ
ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება, სადაც ჩემი აზრით, ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამ შეკრებაში მიიღებენ მონაწილეობას, –...
მამუკა მდინარაძე: ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება. ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა, რომლებიც ამაში მიიღებენ მონაწილეობას
ვემზადებით ხვალინდელი დღისთვის და, როგორც ცნობილია, ხვალ გვექნება საყოველთაო-სახალხო შეკრება სადაც, ჩემი აზრით ჩვენს მოლოდინსაც კი გადააჭარბებს რაოდენობა იმ ადამიანებისა,...