გიორგი კახიანი: ჩვენი მხარდაჭერა არის 60%-ის ფარგლებში, რაც აუცილებლად აისახება არჩევნების შედეგებზე
„ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი წარმოდგენა იმაზე, თუ როგორი განწყობაა საზოგადოებაში პოლიტიკურ ჯგუფებთან, მათ შორის, ჩვენთან მიმართებაში“, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მისი თქმით, ეს დღემდე გამოქვეყნებული არაერთი სოცილოგიური კვლევით გამოჩნდა.
„ეს კვლევები მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად შეძლებს უმრავლესობის ჩამოყალიბებას პარლამენტში და ცხადია, ჩვენ დამოუკიდებლად მოვახდენთ მთავრობის ფორმირებასაც. ამას აჩვენებს ყველა კვლევა, თუ ამას რეალისტურად და ობიექტურად შევხედავთ. რაც შეეხება ,,IPSOS”-ის კვლევებს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით იყო წარმოდგენილი, ეს ხომ სასაცილოა და ამაზე რეალური კომენტარის გაკეთებაც არ შეიძლება. მანამდე გამოქვეყნდა ბატონი კეზერაშვილის „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული კვლევები. ეს კვლევებიც კი რადიკალურ აცდენაშია ერთმანეთთან. იმ კვლევებით, რომელმაც „ქართულ ოცნების“ ალოკაციის გარეშე რეიტინგი აჩვენა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ალოკაციის მეთოდით განესაზღვრა იგივე რეიტინგი. ანუ მათი კვლევებიც კი არის ერთმანეთთან აცდენილი. ჩვენი მხარდაჭერა არის 60%-ის ფარგლებში. ეს აუცილებლად გამოჩნდება არჩევნების შედეგებით. რაც დრო გადის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ჯგუფების რეიტინგი იკლებს. დღეს რეალურად მათი რეიტინგი 15-17 % -ის ფარგლებში აქვთ, პლუს-მინუს 1-2 %. ეს ხომ ერთი იდეოლოგიის და ერთი ღირებულებების პოლიტიკური ჯგუფებია?! მაგრამ დღეს ერთმანეთს ეკინკლავებიან ამ 15-17 %-ის ფარგლებში, ვინ რამდენი ხმა აიღოს. ჩვენ კი ვფიქრობთ იმაზე, ქვეყანა როგორ განვითარდეს. ჩვენი საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია ძალიან მალე მოხდება“, -განაცხადა გიორგი კახიანმა.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
28 აპრილს ბზობა – ბაიაობის დღესასწაული აღინიშნება -ბზობა უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში
ბზობის დღესასწაული წელს 28 აპრილს აღინიშნება. ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს გილოცავთ! გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას და ბედნიერებას! შეგეწიოთ ამ დღის ძალა და...
დავით კაჭარავა: მინდა ახალგაზრდებს ვუთხრა, რომ ევროკავშირისკენ სვლას კონკრეტული კრიტერიუმები აქვს, რასაც ჩვენ ვასრულებთ – ლგბტ პროპაგანდის შემზღუდველი კანონის მიღება ევროკავშირისკენ სვლას არანაირად არ აფერხებს, ეს პროპაგანდა ეწინააღმდეგება ჩვენს საუკუნოვან ტრადიციებს
„პირველ ეტაპზე, ჩვენ უსამართლოდ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი - იმ ორ ქვეყანასთან შედარებით, ჩვენ წინ ვიყავით და ეს უსამართლო გადაწყვეტილება...
ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება არის ენჯეოებში შემოსული ამერიკული ფული, რომელიც რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში – იაგო ხვიჩია
„ერთადერთი ფული, რომელიც არ კონტროლდება დარჩა ენჯეოებში შემოსული ამერიკული, დასავლური ფული. ეს ფული რასაკვირველია იხარჯება დასავლური აზრის გასავრცელებლად საქართველოში“- ამის...
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების და საზოგადოების მობილიზებაა საჭირო, რომ არ დავუშვათ პროვოკაციები ქვეყანაში
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი ღარიბაშვილი და პარტიის რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და...
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორს“ პასუხობს – მიზანმიმართულად ხელის შემშლელი და ცენზურასთან გათანაბრებულ გარემოპირობებში, ყველა ლეგიტიმურ გზას გამოვიყენებთ, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სიმართლე
„ქართული ოცნების“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური „სტუდია მონიტორის“ მიერ გავრცელებულ მანიპულაციურ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, „ფეისბუკის ოფიციალური მონაცემებით, აპრილში მამუკა მდინარაძემ...
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თბილისის საკრებულოში გამართულ სხდომაზე საკრებულოს წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა: „ილია ჭავჭავაძე რომ გქონდეთ წაკითხული რომელიმეს, გეცოდინებოდათ რა დაწერა:...