ქვეყანაში 16 კრიტიკულად მძიმე კოვიდინფიცირებულია

Read Time:56 Second

მარინა ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირებულებიდან 16 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღევანდელი მონაცემებით, ჯამში გვყავს 16 კრიტიკული პაციენტი, კოვიდცენტრებში მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტების რაოდენობას ზუსტად ვერ მოგახსენებთ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

როგორც ენდელაძემ აღნიშნა, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე სულ 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ერთი კრიტიკული პაციენტია, კიდევ ერთის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება.

„ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად 33 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამი ინტენსიურ თერაპიისა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ერთი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული, ერთის კი მძიმეა“, – აღნიშნა მარინა ენდელაძემ.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ორი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1574 ადამიანი, 22 პაციენტი კი გარდაცვლილი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კახიანი: ჩვენი მხარდაჭერა არის 60%-ის ფარგლებში, რაც აუცილებლად აისახება არჩევნების შედეგებზე
Next post საქართველოში კორონავირუსით კიდევ 218 ადამიანი დაინფიცირდა, 40 კი გამოჯანმრთელდა