პატრიარქმა ავღანეთის ომის მონაწილეები დალოცა

Read Time:39 Second

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ წირვა აღავლინა და იქადაგა. ასევე პატრიარქმა ავღანეთის ომის მონაწილეები დალოცა.

“ადამიანი მომზადებული უნდა იყოს იმ ცხოვრებისთვის. უნდა ემზადებოდეს მომავალი ცხოვრებისთვის. ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, როგორ ასაფლავებენ ადამიანებს, ახლობლებს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი მათ ადგილზე. ეს მეტად რთული პროცესია, განშორება მიწიერი ცხოვრებიდან და გადასვლა სულიერ ცხოვრებაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა, მშვიდობა დავტოვოთ აქ, მშვიდობით წავიდეთ და მშვიდობა დაგვახვედროს უფალმა სასუფეველში. ეს მნიშვნელოვანია.

ერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრების მიზანი არის მომზადება გარდაცვალებისთვის. დღეს ჩვენთან ლოცულობდნენ, წირვას ესწრებოდნენ ავღანეთის ომის მონაწილეები. 5 000 ქართველი მონაწილეობდა ავღანეთში და მათგან 128 ვეღარ დაბრუნდა. დაბრუნდა, მაგრამ გარდაცვალებული. ღმერთი მოწყალეა, ჟამი ახლოს არს და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მოვემზადოთ ამ საიდუმლო დღისთვის, გარდაცვალებისთვის. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ღირსეულად მოხდეს ჩვენი გარდაცვალება“, -განაცხადა ილია მეორემ.

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სერგეენკო: საბავშვო ბაღებსა და სკოლებში კვების დარღვევაზე სანქციების გამკაცრება შეიძლება საჭირო გახდეს
Next post გურჯაანის მერიაში ხანძრის შედეგად მერის ოთახი დაიწვა