გურჯაანის მერიაში ხანძრის შედეგად მერის ოთახი დაიწვა

Read Time:17 Second

გურჯაანის მერიაში მესამე სართულზე მდებარე ერთ-ერთი ოთახი დაიწვა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული ოთახი მერის ერთ-ერთ მოადგილეს ნიკოლოზ გეთიაშვილს ეკუთვნოდა.

როგორც გურჯაანის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა განაცხადა, დამწვარია მხოლოდ ერთი ოთახი და იქ არსებული ტექნიკა.

ხანძრის ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ერთ-ერთ ვერსიად გაუმართავი ელექტროგაყვანილობა სახელდება. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. დაწყებულია გამოძიება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პატრიარქმა ავღანეთის ომის მონაწილეები დალოცა
Next post ქურდობა გურიაში – სიძე-პატარძალი ქორწილის ღამეს საწოლის გარეშე დარჩა