8 მაისს პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება

Read Time:23 Second

8 მაისს, პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიმართება. რიგგარეშე სხდომის მოწვევა ორი საკანონმდებლო ინიციატივის დამტკიცების გამო გადაწყდა.

8 მაისის სხდომაზე პარლამენტს დაგეგმილი აქვს „შრომის კოდექსში“ ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით დამტკიცება, რომელიც თავის მხრივ, 12 მაისის სტატუსს განსაზღვრავს. კერძოდ, პროექტის თანახმად, 12 მაისი წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღის გარდა, ასევე იქნება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე.

8 მაისის სხდომაზე პარლამენტი ასევე მიიღებს “სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომელიც კონკრეტულ ნორმათა თარიღის ცვლილებას ეხება. პროექტს ერთი მოსმენით განიხილავენ და დაამტკიცებენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ცოლ-ქმრის სიცოცხლე ემსხვერპლა
Next post მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრა