თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მე-7 სხდომა გაიმართა

შესაძლო ძალადობრივი ექსცესების თავიდან ასაცილებლად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია რეკომენდაციას მოამზადებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, კომისიის მე7 სხდომაზე მიიღეს. სხდომა იუსტიციის სამინისტროში, კოვიდრეგულაციების სრული დაცვით გაიმართა კომისიამ პარტიის „საქართველოსთვის“ მიერ წარდგენილი საჩივრის შესახებ იმსჯელა და საარჩევნო კანონმდებლობის სავარაუდო დარღვევის ის ფაქტები განიხილა, რომელთა შესახებაც მედიით გახდა ცნობილი. ინციდენტებზე რეაგირების შესახებ ინფორმაცია სხდომას შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა მიაწოდეს. კომისიის მუშაობაში სახელმწიფო უწყებების,  პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო  და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მიზანი საჯარო მოსამსახურეების მხრიდან საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის პრევენცია და მათზე რეაგირებაა. 8 სექტემბრიდან კომისია ინტენსიურად – კვირაში ერთხელ იკრიბება და წინასაარჩევნო პროცესში მომხდარ სავარაუდო ინციდენტებს განიხილავს. სხდომას იუსტიციის მინისტრის მოადგილე თორნიკე ჭეიშვილი უძღვებოდა.  

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იქნება ერთ-ერთი მოწინავე აეროპორტებს შორის ვაქცინაციის მაღალი ტემპით, რაც მოგზაურებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურ დირექტორთან, ამირან გამყრელიძესთან საქართველოს აეროპორტების თანამშრომელთა ონლაინ შეხვედრა გაიმართა, - ამის...

ნათია თურნავა: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,51%-დან 8,5%-მდე გაზარდა

აზიის განვითარების ბანკმა 2021 წელს აზიის განვითარების პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდეს. კერძოდ, თუკი აპრილში ბანკში ზრდის...

გიორგი ვოლსკი მელიაზე: დებატებიდან ნებისმიერი მიზეზით შეიძლებოდა გასვლა, ოღონდ არა იმით, თითქოს ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება ადამიანი, რომლის პარტიამ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიო ისტორიას

ნებისმიერი მიზეზით შეიძლებოდა გასვლა, ოღონდ არა იმით, რაც თქვა, თითქოს ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება, ადამიანი, რომლის პარტიამ არა თუ ძალადობის, არამედ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა...

რომან გოცირიძე დმანისის ინციდენტზე: წინასაარჩევნოდ დააკავებენ დამნაშავეს და შემდეგ გამოუშვებენ

ის, რაც დმანისში მოხდა, ხდებოდა ყოველთვის, ყოველ წელიწადს ამ 9 წლის განმავლობაში, როდესაც არჩევნები ტარდებოდა, - ამის შესახებ რომან გოცირიძემ განაცხადა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიიჩნევს,...

იაგო ხვიჩია დმანისის ინციდენტზე: ყველას ინტერესია, რომ ადამიანი კრიმინალის შედეგად არ გახდეს საკრებულოს წევრი

ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც, მამის არჩევის გამო, კაცი კინაღამ მოკლა, - ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დმანისში მომხდარ ინციდენტს...