ნათია თურნავა: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3,51%-დან 8,5%-მდე გაზარდა

Read Time:58 Second

აზიის განვითარების ბანკმა 2021 წელს აზიის განვითარების პერსპექტივების ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5 პროცენტული პუნქტით გაზარდეს. კერძოდ, თუკი აპრილში ბანკში ზრდის პროგნოზს 3.5%-ის დონეზე ვარაუდობდნენ, ახლა თავისუფლად ამბობენ, რომ 2021 წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 8.5% იქნება. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ სავსებით შესაძლებელია, ორნიშნა ზრდაზე გავიდეთ, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის ავტორიტეტულ ანგარიშს.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს მაჩვენებელი პროგნოზის ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი ფარავს.

„აზიის განვითარების ბანკი ჩვენი დიდი ხნის პარტნიორია. მისი შეფასება მნიშვნელოვანია. ბანკში ნათლად აღნიშნავენ საქართველოში მიმდინარე ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ტენდენციებზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ

ანგარიშის თანახმად, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 8.5 პროცენტით გაიზრდება, რაც 5.0 პროცენტული პუნქტით აჭარბებს 2021 წლის აპრილში ამავე ბანკის მიერ გაკეთებულ პროგნოზს

აზიის განვითარების ბანკის შეფასებით, 2021 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ეკონომიკის შთამბეჭდავი, 12.7-პროცენტიანი აღდგენა ფიქსირდება. განსაკუთრებით, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის, მშენებლობის, ტრანსპორტის, საფინანსო და მომსახურების სფეროებში. ბანკის ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ეკონომიკის გაჯანსაღების საფუძველი იყო მნიშვნელოვანი სამთავრობო მხარდაჭერა ბიზნესისა და ოჯახების მიმართ და საერთაშორისო დონორების მნიშვნელოვანი დახმარება. ამასთან, ბანკის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ტურიზმი კვლავ სირთულეებს განიცდის, საქართველოში ტურიზმის ეტაპობრივი აღდგენა ფიქსირდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ვოლსკი მელიაზე: დებატებიდან ნებისმიერი მიზეზით შეიძლებოდა გასვლა, ოღონდ არა იმით, თითქოს ძალადობის ატმოსფეროს ვერ ეგუება ადამიანი, რომლის პარტიამ სადიზმის გაუგონარი მაგალითი მისცა მსოფლიო ისტორიას
Next post მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იქნება ერთ-ერთი მოწინავე აეროპორტებს შორის ვაქცინაციის მაღალი ტემპით, რაც მოგზაურებისთვის უსაფრთხო და მაღალი ხარისხის მომსახურებას უზრუნველყოფს