იაგო ხვიჩია დმანისის ინციდენტზე: ყველას ინტერესია, რომ ადამიანი კრიმინალის შედეგად არ გახდეს საკრებულოს წევრი

Read Time:27 Second

ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც, მამის არჩევის გამო, კაცი კინაღამ მოკლა, – ამის შესახებ „გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც დმანისში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

ხვიჩია აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება” ამ კანდიდატს უნდა ხსნიდეს რეგისტრაციიდან.

„თუ მართლა „ქართული ოცნების” კანდიდატის შვილის მიერ მოხდა დაჭრა, ის კანდიდატი უნდა მოიხსნას. ჩვენ ახლა ვიცით, რომ ვირჩევთ ადამიანს, რომლის შვილმაც მამის არჩევის გამო კაცი კინაღამ მოკლა, დაასახიჩრა. „ქართული ოცნება” პირველი, რასაც ახლა უნდა აკეთებდეს, ამ კანდიდატს უნდა ხსნიდეს რეგისტრაციიდან. ყველას ინტერესია, რომ ადამიანი კრიმინალის შედეგად არ გახდეს საკრებულოს წევრი”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თბილისის მერმა 47 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა
Next post რომან გოცირიძე დმანისის ინციდენტზე: წინასაარჩევნოდ დააკავებენ დამნაშავეს და შემდეგ გამოუშვებენ