თბილისის მერმა 47 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

Read Time:48 Second

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 47 ოჯახს გადასცა. ამჯერად, საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონში მცხოვრებ ოჯახებს დაუკანონდათ.

კახა კალაძემ აღნიშნულ ოჯახებს ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ ანალოგიური პრობლემის მქონე მოქალაქეებს თბილისის მერია მომავალშიც დაეხმარება.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა. დღეის მდგომარეობით, უკვე 2 000-ზე მეტ ოჯახს დავუკანონეთ საცხოვრებელი ფართები. ეს არის ბინები, სადაც ადამიანები ათეული წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და გარკვეული პრობლემების გამო ვერ ახერხებდნენ დაკანონებას. ალბათ, ამის ნებაც არ იყო. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ვართ ის ადამიანები და ის გუნდი, რომელმაც მოახერხა ამ პრობლემების მოგვარება.

ვაგრძელებთ ამ სამუშაოებს, მხოლოდ ამით არ შემოვიფარგლებით. ყველა ოჯახს დავაკმაყოფილებთ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს. გულწრფელად მინდა მივულოცო ამ ოჯახებს, ამ ადამიანებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე იმყოფებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ციფრული ტექნოლოგიები სოციალური გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში
Next post იაგო ხვიჩია დმანისის ინციდენტზე: ყველას ინტერესია, რომ ადამიანი კრიმინალის შედეგად არ გახდეს საკრებულოს წევრი