ციფრული ტექნოლოგიები სოციალური გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში

Read Time:1 Minute, 5 Second

არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი’’ მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის ახალ, საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტს იწყებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში იმ ციფრული უნარების განვითარება, რომელიც მათ მომავალში სოციალური ცვლილებების მიღწევასა თუ დეზინფორმაციის იდენტიფიცირებაში დაეხმარება.

პროექტში ჩაერთვება 300-ზე მეტი მონაწილე საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. ძირითადი სამიზნე ჯგუფია: კონფლიქტურ რეგიონებსა და უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ახალგაზრდები, ასევე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ისინი მიიღებენ შესაბამის ცოდნას და განავითარებენ ციფრულ უნარებს.

COVID-19 პანდემიას უარყოფითი გავლენა აქვს ქვეყნის ეკონომიკასა და განათლებაზე, ბრძოლა არა მხოლოდ კორონავირუსის, არამედ მასთან დაკავშირებული ,,საინფორმაციო პანდემიის’’ წინააღმდეგაც მიმდინარეობს, ყალბი ამბები ინფექციაზე სწრაფადაც კი ვრცელდება, ხოლო მისი მავნე შედეგები აისახება საზოგადოების ყველა სეგმენტზე, მათ შორის აქტიურად შეეხო მასწავლებლებსა და მოსწავლეებსაც. ვაქცინაციის წინააღმდეგ წარმოებული დისკუსიები და ყალბი ინფორმაცია ვრცელდება სასკოლო სივრცეშიც. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ჰქონდეთ დეზინფორმაციის ამოცნობისა და შესაბამისი რეაგირების უნარები, განივითარონ კრიტიკული აზროვნება,  რათა შეძლონ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ პანდემიასთან ბრძოლის საქმეში და დაეხმარონ თანატოლებსა თუ სხვა მოწყვლად ჯგუფებს.

პროექტი რამდენიმე ეტაპს მოიცავს, თავდაპირველად, კონკურსის გზით  გამოვლინდებიან გამარჯვებული სკოლები და უნივერსიტეტები, ახალგაზრდები გაივლიან ტრენინგებს დეზინფორმაციის, მისინფორმაციის, მალ-ინფორმაციისა და საინფორმაციო კამპანიების დაგეგმვის შესახებ. პარალელურად ისინი ჩაერთვებიან „მედიალიტერაციის“ კვირეულში,  რომელიც 12 თვე გასტანს. მომზადდება და გავრცელდება საგანმანათლებლო ანიმაციური ვიდეო-რგოლი და შესაბამისი გზავნილები. პროექტის დასკვნით ეტაპზე კი იგეგმება „იდეათონის“ ორგანიზება, რომელიც მინიმუმ ხუთი ინოვაციური იდეის  გამარჯვებულს გამოავლენს.  „ჰელფინგ ჰენდ“-ი პროექტს საჯარო სკოლებთან და უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით წარმართავს და WACC-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე: საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს და ეს არ არის მხოლოდ ლამაზად დაწერილი სიტყვები, ეს არის კონკრეტული პროექტები
Next post თბილისის მერმა 47 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა