ცესკოს თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს ქცევის კოდექსის დაცვისკენ მოუწოდებს

Read Time:46 Second

მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში თავად პარტიებმა საჯაროდ დაგმონ მსგავსი ქმედებები და მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისა და ძალადობისგან, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს და პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს.

თამარ ჟვანია მათ წინასაარჩევნო პერიოდში ცესკოს მიერ ინიცირებული და პოლიტიკური სუბიექტების მიერ ხელმოწერილი ქცევის კოდექსის პრინციპების დაცვისკენ მოუწოდებს.

„გავრცელდა ინფორმაცია საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის მცდელობის ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით, ასევე ცნობილი გახდა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ამომრჩეველთან შეხვედრისას ქვები დაუშინეს. ეს ცალსახად არ ჯდება ეთიკის იმ სტანდარტებში, რაზეც პოლიტიკური პარტიები ცესკოს ინიცირებულ ქცევის კოდექსზე ხელის მოწერით შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში თავად პარტიებმა საჯაროდ დაგმონ მსგავსი ქმედებები და მოუწოდონ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ არაეთიკური ქცევისა და ძალადობისგან. ამავდროულად, მნიშვნელოვანია მსგავსი ქმედებების ჩამდენი პირების დადგენა და მსგავს ფაქტებზე დროული რეაგირება“, – წერს თამარ ჟვანია სოციალურ ქსელში.

ქცევის კოდექსი საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივით, ხელისუფლებამ და ცესკომ შეიმუშავეს. დოკუმენტი იმ ეთიკურ პრინციპებს აერთიანებს, რომლებიც მაქსიმალურად მშვიდი საარჩევნო გარემოს შესაქმნელად არის საჭირო.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოლიმპიური ჩირაღდნის ესტაფეტის დაწყების თარიღი ცნობილია
Next post როგორ მივაჩვიოთ ბავშვი მყარ საკვებს