ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

Read Time:46 Second

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. თბილისის მერის თქმით, აღნიშნულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, რამდენიმეწლიანი ლოდინის შემდეგ, სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.

„მინდა, მივულოცო ამ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება. ეს პროგრამა 2017 წლის საარჩევნო კამპანიის დროს ჩემი დაპირება იყო და რა თქმა უნდა, მას ჩვენ ვასრულებთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში თქვენ ჩემთან ერთად დადიოდით უბან-უბან, სხვადასხვა რაიონში და ხედავდით, რამდენ ოჯახს და ადამიანს დავეხმარეთ ამ მიმართულებით. ეს პროგრამა გრძელდება. მინდა, ვუთხრა ყველა იმ ოჯახს, რომელსაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, აუცილებლად მიმართონ თავისივე რაიონის გამგეობას, სადაც ზედმიწევნით ეტყვიან, თუ რა დოკუმენტაციაა საჭირო საცხოვრებელი ფართების დასაკანონებლად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე 1500-ზე მეტი ოჯახია დაკმაყოფილებული. მერიაში დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.

ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ირაკლი თავართქილაძე, ჩუღურეთის და ნაძალადევის რაიონების გამგებლები – ზურაბ ჩიკვილაძე და ირაკლი ხელაძე, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილმა ლაშა ბექაურს ტოკიოს ოლიმპიადაზე გამარჯვება ტელეფონით პირადად მიულოცა
Next post ლევან იოსელიანი: „ქართულ ოცნებას“ შეთანხმების ანულირების საშუალება „ნაცმოძრაობის“ ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა მისცა