ლევან იოსელიანი: „ქართულ ოცნებას“ შეთანხმების ანულირების საშუალება „ნაცმოძრაობის“ ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა მისცა

Read Time:1 Minute, 15 Second

“ქართული ოცნების” მიერ შეთანხმების ანულირება არის ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა. ამის გაკეთების საშუალება მას “ნაციონალური მოძრაობის” ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა მისცა, – ამის შესახებ “მოქალაქეების” დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დეპუტატის თქმით, ” ქართული ოცნების ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა.

“წარმოუდგენელი ენერგია დახარჯა ქვეყანამ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება მიღწეულიყო და “ქართულმა ოცნებამ” ცალმხრივად თქვა ამაზე უარი, მაგრამ უნდა ვთქვა ისიც, რომ ამის გაკეთების საშუალება მას მისცა “ნაციონალური მოძრაობის” ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა , რომელმაც არ მოაწერა ხელი დოკუმენტს და გაუხსნა ხელ-ფეხი “ქართულ ოცნებას”, რომ ცალმხრივად უარი ეთქვა ამ შეთანხმებაზე, ეს არის ჩემი აზრით თანაბარი უპასუხისმგებლობა და ამ უპასუხისმგებლობას “ნაციონალური მოძრაობა” იჩენდა ამ პერიოდის განმავლობაში. ჩემთვის ეს არ იყო ძალიან დიდი სიურპრიზი. ხშირად საუბრობდნენ, რომ ეს აქამდე მივიდოდა”, – განაცხადა იოსელიანმა.

დეპუტატის აზრით, შეთანხმების ანულირების მთავარი მიზეზი თვითმმართველობის არჩევნების რეფერანდუმად გადაქცევისთვის თავის არიდებაა. მისივე თქმით, ახლა საკონსტიტუციო ცვლილებებია გადასარჩენი, რომლითაც საარჩევნო ბარიერი უნდა დაიწიოს რადგან ამის სურვილი შესაძლოა ” ნაციონალურ მოძრაობას” ისევე ჰქონდეს, როგორც “ქართულ ოცნებას”.

“საკონსტიტუციო ცვლილებები არის გადასარჩენი, ამ ცვლილებებზე უარის თქმა, შეიძლება შედიოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესშიც, რომ ბარიერი არ იყოს 2 პროცენტიანი. ფაქტია “ქართულ ოცნებას” არ სურს თვითმმართველობის არჩევნები გადააქციოს ერთგვარ რეფერენდუმად, ამიტომ მოხდა ამის ანულირება. მეორე საკითხია რამდენად იყო ამ თემის რეფერენდუმად გადაქცევა ყველა პარტიისთვის სწორი გადაწყვეტილება, რადგან ეს აქამდე რომ მივიდოდა, უნდა ყოფილიყო განხილული პარტიებში, ჩვენ ამაზე ვმსჯელობდით პარტიის შიგნით, რომ ეს ამას გამოიწვევდა. მთავარი ამოცანა ახლა არის ის, რომ მშვიდობით მივიდეთ თვითმმართველობის არჩევნებამდე და მივაღწიოთ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც გამოიწვევს ბარიერის შემცირებას და უნდა ჩავატაროთ სამართლიანი არჩევნები. ეს არის მთავარი გამოწვევა ახლა და საბოლოო ჯამში ეს პოლარიზება უნდა დავასრულოთ”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩუღურეთისა და ნაძალადევის რაიონებში მცხოვრებ 36 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა
Next post ლაშა ბექაური: წარმომიდგენია, ჩემი ხალხი როგორი გახარებულია და ძალიან ბედნიერი ვარ ამით