ჩერნობილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

Read Time:31 Second

ჩერნობილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. ატომური სადგურის აფეთქების მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგებენ კიევში მდებარე მემორიალთან.

1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის – უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკში ავარია მოხდა. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში.

ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი.

აფეთქების დღეს სადგურში 31 ადამიანი დაიღუპა, თუმცა მსხვერპლი და დასხივების შედეგად დაზარალებულთა რიცხვი გაიზარდა. მათი რაოდენობა ამ დრომდე დაზუსტებულიც კი არ არის. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ჩერნობილის მოვლენებს 4 000 ადამიანი შეეწირა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ოკუპანტებმა სოფელ ქვეშიდან საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს
Next post ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება