ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება

Read Time:51 Second

ბიძინა ივანიშვილი “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე გახდება. პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ამ შეთავაზებას დათანხმდა.

მილიარდერი და ქველმოქმედი ბიძინა ივანიშვილი ქართულ პოლიტიკაში 2011 წელს, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შემოვიდა. 2011 წლის ოქტომბერში მან გაავრცელა წერილი, რომელშიც აღნიშნავდა, რომ საკუთარი პოლიტიკური პარტიის შექმნას და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებდა.

2012 წლის 21 თებერვალს ივანიშვილმა იმ დროს ქართული ოპოზიციური სპექტრის მთავარ პარტიებთან ერთად კოალიცია ჩამოაყალიბა. საკუთარი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ კი ოფიციალურად 2012 წლის 21 აპრილს დააფუძნა.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გაიმარჯვა. 2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა მისი ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა პრემიერმინისტრის პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა და როგორც თავად აცხადებდა, სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა.

მომდევნო წლებში ის თავისი დაფუძნებული მმართველი პარტიის ხან კრიტიკოსის ხან კი მრჩევლის როლში იყო. „ქართული ოცნების“ ბოლო წლების ელექტორალური წარმატებაც დიდწილად მის სახელს უკავშირდება.

ერთადერთი საარჩევნო კამპანია, რომელშიც მას მონაწილეობა არ მიუღია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები იყო. 2018 წლის შემოდგომაზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. „ქართულ ოცნებას“ ამ თანამდებობაზე თავისი კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჩერნობილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა
Next post სწრაფი ღვეზელი პურით, ლორითა და ყველით