შალვა პაპუაშვილი: ჩიჩხიტურის მონასტერთან არსებული მონაკვეთი ისტორიულადაც და სამართლებრივაც საქართველოს ტერიტორიაა

Read Time:57 Second

პარლამენტის წევრი, შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის ჩიჩხიტურის მონასტერთან არსებული მონაკვეთი საქართველოს ტერიტორიაა და ამის შესახებ სახელმწიფოს და მმართველი გუნდის პოზიცია საკმაოდ ნათელია.

„გარეჯის საკითხზე ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ სისხლის სამართლის საქმე და ამ საკითხის პოლიტიკური ნაწილი. სისხლის საქმესთან დაკავშირებით კომპეტენტურია პროკურატურა და ახლა უკვე სასამართლო. კარგია, რომ მალე დასრულდა გამოძიება და საქმე წარიმართა სასამართლოში. იმედი მაქვს, რომ დასრულდება პროცესი და საზოგადოება გაიგებს იყო თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს და განცხადებას რა არის საქართველოსი და რა არ არის. ამაზე არსებობს საერთაშორისო ექსპერტიზაც, რომელიც ჩაუტარდა იმ ხელშეკრულებებს და რუკებს, რომელიც არსებობდა და საერთაშორისო საექსპერტო ჯგუფმა განაცხადა, რომ არსებული დოკუმენტაციით საქართველოს ძლიერი პოზიციები აქვს და სამწუხაროდ, მოლაპარაკებების დროს ეს პოზიციები არ იყო გამოყენებული. გარკვეული პოლიტიკოსებისგან ჩვენ ადრეც მოგვისმენია განცხადებები, რომ ეს ტერიტორია მთლად ჩვენიც არ არის და შეიძლება სხვისია – ასეთი განცხადება ჩვენთვის მიუღებელია. კითხვის ნიშანი საერთოდ არ დგას იმასთან დაკავშირებით, რომ იმ მონაკვეთზე, რომელზეც არის საუბარი – ჩიჩხიტური და ქედთან გავლებული მონაკვეთი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის და ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია საკმაოდ ნათელია. ეს არა მხოლოდ ისტორიულად, არამედ სამართლებრივადაც საქართველოს ტერიტორიაა. რა თქმა უნდა, საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაცია მოლაპარაკებების საგანია და ურთიერთშეთანხმება არის საჭირო, თუმცა სამართლებრივ საფუძველზე რაიმე კითხვის დასმა შეუძლებელია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ალეკო ელისაშვილი: საარჩევნო ცვლილებები პარლამენტში პირველ მარტამდე თუ არ დაინიცირდება, როგორც შემოვედით – ისე გავალთ
Next post მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს, საკუთარი შეცდომებიდან დასკვნების გამოტანა ISFED-ში ვერ მოახერხეს