მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს, საკუთარი შეცდომებიდან დასკვნების გამოტანა ISFED-ში ვერ მოახერხეს

Read Time:46 Second

როგორც ჩანს საკუთარი შეცდომებიდან დასკვნების გამოტანა ISFED-ში ვერ მოახერხეს. ISFED-ის ახალი განცხადება მე ჯერ არ მინახავს, მაგრამ წინასწარ გეტყვით, რომ ერთადერთი საშუალება ამ მანიპულაციის, რომ ისევ თქვან, მიუხედავად იმისია რაც დაემართათ, რომ 8%-ში არის სისბალანსი, არის ის, რომ შესწორების ოქმები არ გაითვალისწინონ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„სხვანაირად წარმოუდგენელია. არსად არ ხდება, სადაც ჩვენნაირი საარჩევნო სისტემაა. შესწორების ოქმს, რომელსაც ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი აწერს ხელს და ესწრებიან პარალელური დათვლის მწარმოებელი კონკრეტული პირები, ამას თუ არ გაითვალისწინებ, ისევ გექნება სპეკულაციის საშუალება. მე არ ვიცი მათ რა თქვეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ წინასწარ, ISFED-ს ექნება დღესაც მანიპულაცია. რამდენიმე საათში გაგცემთ ამაზე პასუხს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„სამართლიანმა არჩევნებმა“ არჩევნების შემაჯამებელ ოქმებში ცდომილების მაჩვენებელს გადახედა. წინა ანგარიშის თანახმად, ISFED-ი საარჩევნო უბნების ოქმების 8%-ში აღმოჩენილ დისბალანსზე საუბრობდა, ხელახალი დათვლით ორგანიზაციის მონაცემები ცესკოს ოფიციალურ ციფრებს დაუხალოვდა. თუმცა, დღეს პრესკონფერენციაზე აღინიშნა, რომ დისბალანსი საარჩევნო ადმინისტრაციამ უმეტესწილად კენჭისყრის დღის შემდეგ გაასწორა, რაც კითხვებს აჩენს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post შალვა პაპუაშვილი: ჩიჩხიტურის მონასტერთან არსებული მონაკვეთი ისტორიულადაც და სამართლებრივაც საქართველოს ტერიტორიაა
Next post თენგიზ ცერცვაძე: საინტერესოა, დავით ჭიჭინაძე ჩვენთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს