თენგიზ ცერცვაძე: საინტერესოა, დავით ჭიჭინაძე ჩვენთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს

Read Time:1 Minute, 9 Second

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პარტია „ტრიბუნას“ ლიდერს, დავით ჭიჭინაძეს პასუხობს და აცხადებს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებას მთელი მსოფლიო აღიარებს.

„27 იანვარს მედიაში გამოქვეყნდა სტატია, სადაც პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე ითხოვს „კორონავირუსთან მებრძოლი ექიმების – გამყრელიძის, ცერცვაძის და იმნაძის მიმართ სერიოზული გამოძიების ჩატარებას, ვინაიდან მათ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი საკმაოდ ძვირი დაუჯდა ქვეყანას და ხალხს, როგორც ეკონომიკურად, ისე ჯანმრთელობის მხრივ?!“.

ბატონი დავითის ეს განცხადება ქართული სინამდვილისთვისაც კი ანეკდოტია, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი მსოფლიო აღიარებს, რომ საქართველო ძალიან დიდი წარმატებით მართავს COVID-19-ის პანდემიას, შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კოვიდსაწინააღმდეგო სამსახური და აქვს ევროპისა და ამერიკის ქვეყნებს შორის COVID-19-ით სიკვდილობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. საგულისხმოა, რომ ინგლისის ოქსფორდის უნივერსიტეტის რეიტინგით COVID-19-ის საწინააღმდეგო ბრძოლის ეფექტიანობის თვალსაზრისით (შეფასება კომპლექსურია და ეფუძნება სულ 19 ინდიკატორს) საქართველო მსოფლიოს 183 ქვეყანას შორის სისტემატურად ხვდება პირველ ათეულში!

არადა, რომ შეხედავ, ბატონი დავითი ნორმალური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. გამოგიტყდებით, მის მიმართ გარკვეული სიმპატიითაც კი ვიყავით განწყობილი და ასე რა გაუჭირდა, რომ საზოგადოებისთვის თავის შესახსენებლად ამ გზას მიმართა. მე მინდა ვურჩიო ბატონ დავითს, გაწევრიანდეს ახლადშექმნილ ე.წ. „ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციაში“, რამდენადაც ეს ალბათ, ერთადერთი ორგანიზაციაა ქვეყანაში, სადაც მან შეიძლება თანამოაზრეები იპოვოს. ეს საშუალებას მისცემს ბატონ დავითს, მომავალ არჩევნებზე დაიმატოს ასოციაციის წევრთა 8 ან 9 ხმა, რაც მის მიერ ბოლო არჩევნებზე ნაჩვენები შედეგის გათვალისწინებით ცოტა ნამდვილად არ არის.

P.S. საინტერესოა, ბატონი დავითი ჩვენთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს“, – წერს ცერცვაძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს, საკუთარი შეცდომებიდან დასკვნების გამოტანა ISFED-ში ვერ მოახერხეს
Next post თეა წულუკიანი: ივერი მელაშვილი იმდენად მუშაობს საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ პროკურატურას სამუშაო აღარ დარჩა