თეა წულუკიანი: ივერი მელაშვილი იმდენად მუშაობს საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ პროკურატურას სამუშაო აღარ დარჩა

Read Time:1 Minute, 15 Second

მე რომ ვიყო ივერი მელაშვილის ადვოკატი, მივაცილებდი მას საპატიმროდან სახლში და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ის განაჩენის დადგომამდე მედიასთან არ გამოჩენილიყო. ციხის დატოვების შემდეგ მან აჩვენა, რისთვის იღწვოდა როგორც მომლაპარაკებელი, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის ფაქტორი“ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განაცხადა.

„დავით გარეჯის საქმე არ დასრულებულა, ის გადასულია გადამწყვეტ ეტაპზე. რაც შეეხება იმას, ვინ მანიპულირებს და რაში იყენებს ამ საქმეს თუ მის ფიგურანტებს, ეს ზედაპირზე დევს. მე რომ ვიყო ივერი მელაშვილის ადვოკატი, მივაცილებდი მას საპატიმროდან სახლში და ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ის განაჩენის დადგომამდე მედიასთან არ გამოჩენილიყო. ციხის დატოვების შემდეგ მან აჩვენა, რისთვის იღწვოდა როგორც მომლაპარაკებელი. რეალურად, უკვე მეორე დღეა ივერი მელაშვილი იმდენად მუშაობს საკუთარი თავის წინააღმდეგ, რომ პროკურატურას სამუშაო აღარაფერი დარჩა. მან ღიად თქვა ის, რასაც პროკურატურა ედავება – ის რაც არაა შენი, როგორ იქნება შენი. პირველ რიგში ის არის თავისი თავის მსხვერპლი, რადგან მან ვერ გაიგო, რაში ედება ბრალი. მას უნდა ავუხსნათ, რომ ბრალი ედება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შექმნაში. სისხლის სამართლის კოდექსი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას იმდენად ფრთხილად ექცევა, რომ ქმედებას, რომელიც ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის, უკვე დანაშაულად შერაცხავს. მგონია, რომ ეს ყველაფერი ამ ადამიანმა ვერ გაიგო. ყველაფერი, რასაც ის ამბობს, ამტკიცებს იმას, რომ პროკურატურა არ ტყუის. რას იტყვის სასამართლო ეს მეორე საკითხია, მაგრამ თუკი პროკურატურას ჰქონდა ის გათვლა, რომ ეს ადამიანი თვითონვე აჩვენებდა საზოგადოებას, სავარაუდოდ რა დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა ჩავთვალოთ, რომ მათ ეს გამოუვიდათ. უკვე მეორე დღეა, ივერი მელაშვილი ეთერიდან გვიქადაგებს იმას, რასაც ედავება პროკურატურა, რომ დავით გარეჯი საქართველო არაა. ამას ამბობს მომლაპარაკებელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით ვითომდა სახელმწიფო საზღვრებს იცავდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თენგიზ ცერცვაძე: საინტერესოა, დავით ჭიჭინაძე ჩვენთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვს, თუ გირაოს
Next post აკაკი ბობოხიძე: როგორც საინგილოზე, კახსა და სოჩაზე არ აქვს საქართველოს პრეტენზია, ასევე ვერ ექნება პრეტენზია დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილზე