ალეკო ელისაშვილი: საარჩევნო ცვლილებები პარლამენტში პირველ მარტამდე თუ არ დაინიცირდება, როგორც შემოვედით – ისე გავალთ

Read Time:27 Second

„ქართულ ოცნებასთან“ მიღწეული შეთანხმების თანახმად, საარჩევნო ცვლილებები პარლამენტში პირველ მარტამდე უნდა დაინიცირდეს, ხოლო კანონმდებლობაში პირველ მაისამდე აისახოს“, – პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის და ლევან იოსელიანი პარლამენტს დატოვებენ.

„ყველაზე მთავარი, ალბათ მკითხავთ, როგორ ვენდობი „ქართულ ოცნებას“, რა გარანტია გაქვს, რომ არ მოგატყუებენ, არ გადაგაგდებენ. აი, ამ დოკუმენტში წერია, რომ რაზეც შევთანხმდით, რასაც ხელი მოვაწერეთ, ამ საკითხების საკანონმდებლო ინიცირება პარლამენტში უნდა მოხდეს პირველ მარტამდე, ხოლო ამ საკითხების განხილვა უნდა დასრულდეს პირველ მაისამდე. თუ პირველ მარტამდე არ მოხდა ინიცირება, როგორც შემოვედით პარლამენტში, ისე გავალთ ერთი თვის განმავლობაში“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მალხაზ თორია: მარტვილში 4 ხიდს ვაშენებთ, მათ შორისაა ნალეფსაოსთან დამაკავშირებელი 90-მეტრიანი ხიდი
Next post შალვა პაპუაშვილი: ჩიჩხიტურის მონასტერთან არსებული მონაკვეთი ისტორიულადაც და სამართლებრივაც საქართველოს ტერიტორიაა