„ყველაზე ბედნიერი ადამიანის ის არის, ვინც ეხმარება სხვას“ – ილია მეორეს საკვირაო ქადაგება

Read Time:31 Second

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას განაცხადა, რომ ცხოვრება ეს არის გამოცდა, ჯვრის ტვირთვა.

პატრიარქის თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ღმერთი არის სიყვარული და წყალობა.

„როგორი რთულია ადამიანის ცხოვრება, ადამიანის ცხოვრება ეს არის გამოცდა, ეს არის ჯვრის ტვირთვა და ეს ჯვარი, რომელსაც აძლევს უფალი, ბოლომდე უნდა მიიტანოს ადამიანმა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ გვიჭირს ჯვრის ტვირთვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ აძლევს იმაზე მძიმე ჯვარს ადამიანს, რისი ტვირთვაც მას არ შეუძლია. ადამიანი ურთულესი აგებულების პიროვნებაა, მაგრამ ადამიანი არის უნიკალური, ერთხელ იბადება და ემზადება სამუდამო მარადიული ცხოვრებისთვის. გადადის მარადიულ ცხოვრებაში და ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას, ღვთის განგებას ასრულებს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ვოლსკი – ოპოზიციის მიერ ეუთო-ს საარჩევნო სისტემის საკითხებში ჩართვის მცდელობა, დროის გაწელვისა და საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შენარჩუნების მცდელობაა
Next post თუკი ავტომობილში ძალიან ხმამაღლა იმღერებთ, 5000-ით დაჯარიმდებით