გია ვოლსკი – ოპოზიციის მიერ ეუთო-ს საარჩევნო სისტემის საკითხებში ჩართვის მცდელობა, დროის გაწელვისა და საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შენარჩუნების მცდელობაა

Read Time:1 Minute, 3 Second

„ოპოზიციის მხრიდან ეუთო/ოდირის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებში ჩართვის მცდელობა დროის გაწელვის, დეზინფორმაციის მიწოდების და საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შენარჩუნების მცდელობაა“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ ე.წ. გერმანულ მოდელზე დაყრდნობით შემუშავებულ საარჩევნო სისტემის ახალ მოდელს, რომლის გადაგზავნასაც ეუთო/ოდირისთვის აპირებს.

ვოლსკის შეფასებით, ოპოზიციას სურს, რომ საკუთარ მხარდამჭერებში დაძაბულობის მუხტი შეინარჩუნოს. მისივე თქმით, ეუთო/ოდირი და ვენეციის კომისია არ არის ის სტრუქტურები, სადაც საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს იხილავენ.

„ეუთო/ოდირი არაფერ შუაში არ არის იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც ოპოზიცია აპირებს, რომ მიმართოს. ვირტუალურადაც რომ წარმოვიდგინოთ ასეთი საკითხის დასმა, ეგ იგივეა, რომ შეკითხვა დასვა: სამჯერ სამი ათია თუ არა, ან ორჯერ ორი ხუთია თუ არა. ოდირის ასეთ საკითხებში ჩართვის მცდელობა დროის გაწელვის, დეზინფორმაციის მიწოდების და საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შენარჩუნების მცდელობაა. აქ რომ იყო, ვენეციის კომისიამაც აღნიშნა, რომ ეს არ არის მისი კომპეტენცია, როდესაც არსებობს საკონსტიტუციო სასამართლო. ნებისმიერი საკითხი, სპეკულაცია, ეუთო, ვენეციის კომისია – ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ საზოგადოება, რომელთა შორისაც დაძაბულობის გარკვეულ მუხტს ინარჩუნებენ, არ დაიშალოს. ჩამოთვლილი სტრუქტურები არ არის ის ადგილი, სადაც ამ თემას იხილავენ. რომც დავუშვათ აბსურდი და მივიღოთ ეგ კანონი, შესაძლოა საკონსტიტუციო სასამართლომ მეორე დღეს გააუქმოს და უფრო მძიმე კრიზისში ჩავვარდეთ, ვიდრე დღეს ვიმყოფებით. ქვეყანა არ უნდა ჩააყენო ანტიკონსტიტუციურ სიტუაციაში. ამას სერიოზულად ცუდი პროცესები მოჰყვება,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგი უგულავა ხელისუფლებას – დააბრუნეთ არჩევნები და დავეჭიდოთ არჩევნებზე, თუ თავი გაქვთ!
Next post „ყველაზე ბედნიერი ადამიანის ის არის, ვინც ეხმარება სხვას“ – ილია მეორეს საკვირაო ქადაგება