„ქუჩას გადარჩენილი“ ბათუმელი 18 წლის ბიჭი ბავშვობასა და წარმატებაზე ჰყვება

Read Time:48 Second

18 წლის ლუკა, რომელიც ამჟამად აბიტურიენტია, “აჭარის ტელევიზიასთან” მძიმე ბავშვობის შესახებ საუბრობს. ის წლების წინ ქუჩის ნაცვლად საოჯახო ტიპის სახლში მიიყვანეს.

მაშინ ლუკა 10 წლის იყო. ჰყვება, რომ საზოგადოების ნდობა დაკარგული ჰქონდა. ერიდება ქუჩაში გატარებული წლების გახსენებას, თუმცა დეტალურად ახსოვს ახალ გარემოსთან ადაპტაციის პერიოდი, რომელიც მარტივი არ იყო.

‘’საოჯახო ტიპის სახლში, სოციალური სააგენტოს დახმარებით მივედი. რეალურად სხვას ველოდი და სხვა გარემო დამხვდა,  მკაცრი რეჟიმის მეშინოდა, ბავშვთა სახლი რომ ქვიამაინც სხვანაირი შთაბეჭდილება გექმნება. სახლში  7 ბავშვი დამხვდა, რომლებიც  აღმზრდელებს დედას და მამას ეძახდნენ. თავიდან ძალიან  გამიკვირდა, მერე მეც მივხვდი ასე რატომ იქცეოდნენ…  დასაწყისში თავდაცვაზე ვიყავი გადასული, მერე გავაცნობიერე,  რომ თავდაცვა არ მჭირდებოდა და დამცველები იქვე მყავდნენ, მეც ნელ-ნელა შევიცვალე. მანამდე პრობლემას საკუთარი თავის გარდა  ყველაში ვხედავდი’’ – ამბობს ლუკა.

მისი თქმით, მე-9 კლასიდან სკოლის მიტოვებას გეგმავდა. დღეს 5 პედაგოგთან ერთდროულად მეცადინეობს, პედაგოგებთან რომლებმაც ლუკას მომზადება უსასყიდლოთ გადაწყვიტეს.

ლუკამ 18 წლის ასაკში საოჯახო ტიპის სახლი დატოვა და მინდობით აღზრდაშია.

დღეის მონაცემებით, ბათუმში ერთი მცირე საოჯახო ტიპის სახლია, სადაც 6 არასრულწლოვანი ცხოვრობს

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბავშვზე ძალადობის ფაქტზე განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
Next post ზურა ხაჩიძისა და ნოე ვენცელის კონცერტი სტამბულში