ბავშვზე ძალადობის ფაქტზე განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

Read Time:32 Second

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სოციალური ქსელით გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც YouTube-ზე 2017 წლის სექტემბერში აიტვირთა.

“როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გახდა ცნობილი, სამართალდამცველებმა დაადგინეს ვიდეოში დაფიქსირებული არასრულწლოვნების ვინაობა, დადგენილია ის პირებიც, ვინც სოციალურ ქსელში ატვირთა აღნიშნული ვიდეო. ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს გამოძიება. მოზარდებთან მუშაობენ სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლები იმუშავებენ როგორც არასრულწლოვანებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. მომხდარს დამატებით შეისწავლის სამინისტროს აუდიტის სამსახური”,- აცხადებენ სამინისტროში.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ფაქტი იკვეთება, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი და სახალხო დამცველიც გამოეხმაურნენ. ლომჯარია ვიდეოს წაშლას ითხოვს.

შსს-ს ინფორმაციით კი, ბავშვზე ძალადობის ამსახველ ვიდეოში ყველა პირი იდენტიფიცირებულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი კვირიკაშვილი ამბროლაურში „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციას გახსნის
Next post „ქუჩას გადარჩენილი“ ბათუმელი 18 წლის ბიჭი ბავშვობასა და წარმატებაზე ჰყვება