„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

Read Time:48 Second

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. უმრავლესობის წევრებმა მოისმინეს პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ანგარიშები გერმანიასა და რუანდაში ვიზიტებთან დაკავშირებით.

პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის წევრებს გააცნო ინფორმაცია გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ევროპელი სოციალ-დემოკრატების პარტიის (PES) საერთაშორისო კონგრესის შესახებ, რომელსაც „ქართული ოცნების“ დელეგაცია პარტიის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით დაესწრო.

ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა კონგრესზე მიღებულ რეზოლუციას, სადაც ხაზგასმულია, რომ ეს პოლიტიკური ოჯახი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც მნიშვნელოვანი გზავნილია. პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა რუანდის დედაქალაქ კიგალში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტზე შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 145-ე ასამბლეის მუშაობაში. აღინიშნა, რომ ვიზიტის დროს სხვადასხვა ქვეყნების დელეგაციებთან გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო არაღიარების პოლიტიკას, რაც უმნიშვნელოვანესი ეროვნული ინტერესია. უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

18 ოქტომბერს, დეპუტატები „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ. 19 ოქტომბერს, პარლამენტი იურიდიული დახმარების სამსახურისა და აუდიტის სამსახურის 2021 წლის ანგარიშებს მოისმენს. 20 ოქტომბერს, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატები საგარეო საქმეთა მინისტრს ილია დარჩიაშვილს მოუსმენენ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროკურატურამ დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
Next post ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება – პოლიცია ამჟამად იმ კომპანიას ამოწმებს, რომელსაც შადრევნის უსაფრთხოების შემოწმება ევალებოდა