„ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის საკითხზე საკუთარ პოზიციას ხვალინდელ შეხვედრაზე გააცნობს

Read Time:48 Second

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახალხო დამცველის საკითხთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ხვალ შეხვედრას გამართავენ, რა დროსაც ოპონენტებს უმრავლესობის პოზიციას გააცნობენ. ამის შესახებ მან „ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ხვალ შეხვედრა გვექნება ომბუდსმენის საკითხთან დაკავშირებით. სხვა საკითხებთან შედარებით, ყველაზე დიდი დრო ამ მიმართულებას დაეთმო, თუმცა დღეს გარკვეულ პოზიციას არ გავახმოვანებ, რადგან არ გვინდა, ჩვენმა კოლეგებმა, რომლებთანაც საუბარი გვაქვს ხოლმე ამ საკითხებთან დაკავშირებით, მედიის საშუალებით გაიგონ. ხვალ გვექნება შეხვედრა, ჩვენ მათ უმრავლესობის პოზიციას გავაცნობთ. ამის შემდეგ უკვე გავახმოვანებთ იმ პოზიციას, რომელიც დღეს იქნა უმრავლესობის სხდომაზე შეჯერებული, რათა ვერსიის სახით მიეწოდოს ჩვენს ოპონენტებს, რომ რამენაიარად შევძლოთ ომბუდსმენის საკითხზე შეთანხმება. ხვალ გარკვეული პოზიციები გამოიკვეთება და შემდეგ მოგახსენებთ ამის შესახებ.

უმრავლესობა გარკვეულ პოზიციას დააფიქსირებს. მე და მიხეილ სარჯველაძე შევხვდებით ჩვენს ოპონენტებს ხვალ, გავაცნობთ უმრავლესობის პოზიციას. უმრავლესობის ერთი სხდომა არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ეს პოზიცია შეგვეთავაზებინა. იყო მცდელობა, არსებული ოპოზიციის პოზიციით ჩვენ იქნებ გადაგვედგა ნაბიჯი კონსენსუსისკენ და მსგავსი კონტურები შეიძლება, იყოს გამოკვეთილი, თუმცა მინიშნებასაც არ ვაკეთებ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ედუარდ სააკაშვილი: მარტივია გამოსავალი, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მამაჩემს მისცეს საშუალება საზღვარგარეთ იმკურნალოს
Next post დედა ქეთევანი (ნორა კვიციანი) გარდაიცვალა