დედა ქეთევანი (ნორა კვიციანი) გარდაიცვალა

Read Time:33 Second

დედა ქეთევანი (ნორა კვიციანი) გარდაიცვალა. ამის შესახებ ოჯახის ახლობელები სოციალურ ქსელში წერენ.

ნორა კვიციანი სააკაშვილის ხელისუფლების დროს დააკავეს და მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შედეგ დატოვა საპატიმრო. მან ციხეში 6 წელი გაატარა. ის 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს და სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს.

ნორა კვიციანი 2012 წლის ნოემბერში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ გაათავისუფლეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნორა არღვლიანი (კვიციანი) ყველა ეპიზოდში გაამართლა. მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა განაჩენის გადასინჯვის გადაწყვეტილება მიიღო. ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ ნორა არღვლიანს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და ბრალდება ყალბი მტკიცებულებების საფუძველზე წარუდგინეს.

იხილეთ დედა ქეთევანის (ნორა კვიციანი) უკანასკნელი ინტერვიუ „იმედის კვირაში“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის საკითხზე საკუთარ პოზიციას ხვალინდელ შეხვედრაზე გააცნობს
Next post ალექსანდრე თამაზაშვილი-დაძმური სიყვარულის გამო დასაჯეს…ნორა კვიციანი 6 წელი გამოკეტეს ციხეში , მხოლოდ იმიტომ , რომ ემზარ კვიციანი ვერ დაიჭირეს