ედუარდ სააკაშვილი: მარტივია გამოსავალი, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მამაჩემს მისცეს საშუალება საზღვარგარეთ იმკურნალოს

Read Time:57 Second

ჩვენ არ უნდა მივცეთ მამაჩემს საშუალება ციხეში გარდაიცვალოს, ან რაღაც მძიმე, გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შვილმა, ედუარდ სააკაშვილმა ევროპალმანეტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” არასდროს არ მიყვარდა გამოსვლა ასე საჯაროდ, მაგრამ სიტუაცია განსხვავებულია იმისგან, თუ რა ხდებოდა მანამდე. როდესაც მამას ვნახულობ, ან ციხეში, ან საავადმყოფოში, ყოველ ჯერზე უფრო სუსტად, მძიმედ არის. ადამიანი რომელიც იყო ენერგიული, ამბიციური, ქარიზმატული, ასეთ მდგომარეობაშია. შეშფოთებული ვართ სამედიცინო ანგარიშებით და ვხედავთ მძიმე სურათს და სიტუაცია დღითი დღე უფრო უარესდება. პატიმრობის დაწყებიდან, მას არაჯეროვნად მკურნალობენ. 6 თვეა საავადმყოფოშია და მისი მდგომარეობა უფრო გაუარესდა. არ ვფიქრობთ რომ სიტუაცია უიმედოა. როდესაც ბრიუსელში სტრასბურგში ჩავდივარ, ვხედავ მზარდ მხარდაჭერას პოლიტიკური სპექტრის მხრიდან, რომ ხდება აღიარება იმისი, რომ ის სიტუაცია, რაც არის მამაჩემთან მიმართებაში უნდა შეიცვალოს. ჩვენ არ უნდა მივცეთ საშუალება მამაჩემს გარდაიცვალოს ციხეში, ან რაღაც მძიმე, გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს მის ჯანმრთელობას. მარტივია გამოსავალი, რეალური შესაძლებლობა არსებობს, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯი გადადგას და მისცეს საშუალება მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ იმკურნალოს. თუ რა მოხდება მომავალში, ეს დამოკიდებულია ყველა ჩვენთაგანზე. რაღაც უნდა შეიცვალოს და მამაჩემის სიცოცხლე უნდა გადარჩეს. მისი ჯანმრთელობა უნდა შენარჩუნდეს. ეს არის კომბინაცია ცოდნისა და იმედის, რომლითაც ვამბობ, რომ ჩემი მამა, მიხეილ სააკაშვილი არ გარდაიცვლება ციხეში”- განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იაგო ხვიჩია: ჩვენ ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური
Next post „ქართული ოცნება“ ოპოზიციის წარმომადგენლებს სახალხო დამცველის საკითხზე საკუთარ პოზიციას ხვალინდელ შეხვედრაზე გააცნობს