ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისის გამო, ევროკავშირი ბოსნია-ჰერცეგოვინას 70 მილიონ ევროს გამოუყოფს

Read Time:58 Second

ევროპაში შექმნილი ენერგოკრიზისის გამო ევროკავშირი ბოსნია-ჰერცეგოვინას მხარდაჭერის სახით 70 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საარევოში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ვხედავ, რომ რუსეთი არა მხოლოდ აწარმოებს ომს უკრიანის წინააღმდეგ, არამედ ენერგეტიკულ სფეროშიც. ენერგეტიკული პრობლემები აზარალებს მოწყვლად ოჯახებს, ასევე ბიზნესს, მცირე და საშუალო საწარმოებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთად ყოფნა. შესაბამისად, მე მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ჩვენ გამოვყოფთ დასავლეთ ბალკანეთისთვის ენრგოუსაფრთხოების პაკეტს. ის მოიცავს მხარდაჭერის სახით 70 მილიონი ევროს ოდენობის გრანტს ბოსნია-ჰერცეგოვინასთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაინემა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი დასავლეთ ბალკანეთის ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 500 მილიონ ევროს გამოყოფს.

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაცია, მიენიჭოს ბოსნია-ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის ძალიან მკაფიო პოლიტიკური განაცხადი. მისი თქმით, ევროკავშირი მხარს დაუჭერს ქვეყანას რეფორმებში და მის გვერდით იდგება ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სვლის პროცესში.

„თქვენ ხართ ევროპის ნაწილი, თქვენ ევროკავშირს მიეკუთვნებით. ძალიან ემოციური იყო ევროკავშირის დროშის ხილვა სარაევოს სამ ღირსშესანიშნავ მონუმენტზე, ბოსნია-ჰერცეგოვინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციის აღსანიშნავად. ეს არის თქვენი წარმატება, რომლითაც შეგიძლიათ იამაყოთ, რადგან ჩვენი დროშა იქნება თქვენიც. ის ამ ქვეყანას ეკუთვნის. სწორედ ამიტომ ჩამოვედი დღეს აქ. ეს არის, რისი თქმაც მინდოდა ბოსნია-ჰრეცოგოვინის ყველა მოქალაქისთვის. თქვენ ხართ ევროკავშირის მომავალი. თქვენი მომავალი ევროკავშირშია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პროკურატურამ დის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
Next post გოგა ხაინდრავა: დაადგათ ყელზე პრემიერის წარმატებული ვიზიტი და მოლაპარაკებები, ვერ ეგუებიან ჩვენს სუვერენიტეტს! გასცა ბატონმა მცოცავებზე დირექტივა: აბა! სისინი! ერთხმად! ასისინდნენ აქეთ-იქიდან