სტოლტენბერგი უკრაინის კონტრშეტევის წარმატების ადრეულ ნიშნებზე საუბრობს

Read Time:18 Second

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევამ წარმატების ადრეული ნიშნები აჩვენა.

ნატოს გენერალური მდივნის თქმით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა წარმატებას მიაღწიეს, კერძოდ შვიდი პატარა ქალაქი და სოფელი რუსეთის ჯარებისგან გაათავისუფლეს.

„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ეს [კონტრ]შეტევა იქნება სისხლიანი და რთული. რუსებს ჰქონდათ დრო პოზიციების გასაძლიერებლად. საკმაოდ მძიმე თავდაცვითი ხაზებია და მათი გარღვევა რთული ამოცანაა“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით არახამია: ჩვენ ვიცით, რომ საქართველოშიც უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებას კანადის მსგავსად მოეხდინა ამ აქტივების კონფისკაცია
Next post პაპუაშვილი არახამიას განცხადებაზე: ვისი აქტივებიც მახსენდება, ეს არის ელენე ხოშტარიას შემოსავლები რუსეთის ბიუჯეტიდან – გაყინონ რუსული ფულის გადმორიცხვები მის ჯიბეში