დავით არახამია: ჩვენ ვიცით, რომ საქართველოშიც უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებას კანადის მსგავსად მოეხდინა ამ აქტივების კონფისკაცია

Read Time:51 Second

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოშიც უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებას კანადის მსგავსად მოეხდინა ამ აქტივების კონფისკაცია – ამის შესახებ უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია სოციალურ ქსელში წერს.

„კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრიუდოს ვიზიტი შედგა კიევში.
პრემიერმა უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა, რომელიც მოიცავს, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსურ დახმარებას. კანადამ უკრაინას პირველად გადასცა თვითმფრინავი.
კანადა არის ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანა რუსული აქტივების კონფისკაციის მიმართილებით.  მთელს მსოფლიოში არის გაყინული რუსული აქტივები, რომლებიც დროთა განმავლობაში გამოყენებული იქნება უკრაინის აღდგენისთვის.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდით იმაში, რომ ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი დემოკრატიული ფასეულობების კუთხით და ვისაუბრეთ იმაზე რომ მთელი მსოფლიო გაერთიანებულია რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
ჩვენ ვიცით, რომ საქართველოშიც უამრავი რუსული აქტივია და კარგი იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებასაც გამოეჩინა მსგავსი სოლიდარობა. თუმცა, ვიცით რომ ამ ეტაპზე ამის მოლიდინი არ უნდა გვქონდეს. კარგად გვესმის, რომ თუ მჭიდრო ურთიერთოებს დავამყარებთ კანადასთან, რომელშიც ფართოდ არის განვითარებული წარმოება, ეს საქართველოსთვისაც კარგი მაგალითი იქნებოდა ისეთი საზოგადოების ფორმირებისთვის, რომელშიც ადამიანებს აქვთ კეთილდღეობა, საუკეთესო განათლება და სამეიდიცნო მომსახურება.
იმედი მაქვს დასკვნებს გამოვიტანთ, როგორც უკრაინისთვის, ასევე საქართველოსთვის“, – წერს არახამია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულშია – ამ სიაში ქართველები ბოლოს 42 წლის წინ დაასახელეს
Next post სტოლტენბერგი უკრაინის კონტრშეტევის წარმატების ადრეულ ნიშნებზე საუბრობს