სოზარ სუბარი: ყველას აქვს უფლება, მშვიდად და წყნარად შეკრების, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ არსებობს

Read Time:40 Second

ყველა აღიარებს, რომ ნიკა მელიას ჩადენილი აქვს დანაშაული, უბრალოდ ზოგს არ მოეწონა მისი დაპატიმრების ფორმა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განცხადა.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, ყველას აქვს უფლება, მშვიდად და წყნარად შეკრების, არანაირი შეზღუდვა ამ მხრივ არ არსებობს.

„პირიქით ხელს შევუწყობთ, რომ მათი უსაფრთხოება მანდ იყოს დაცული თუკი კანონის ჩარჩოებში ჩაჯდებიან და არ მოხდება ის, რაც მოხდა 20 ივნისს. სპეცდანიშნულების რაზმები უნდა იყვნენ ასეთ დროს. თქვენ კარგად გახსოვთ, რა მოხდა შეერთებულ შტატებში, შტურმის შემდეგ. მთელი თვის განმავლობაში გადაკეტილი იყო პერიმეტრი თეთრი სახლის მიმდებარედ. უსაფრთხოების დაცვა არის ყველგან აუცილებელი შტატებში, საფრანგეთშიც, საქართველოშიც. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს. საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობს. ზოგჯერ არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი განცხადებები. კარგი იქნება მათაც დეტალურად შეისწავლონ თითოეული საქმე. ყველა აღიარებს, რომ ნიკა მელიას აქვს დანაშაული ჩადენილი, უბრალოდ ზოგს არ მოეწონა მისი დაპატიმრების ფორმა“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიტანას ნაუსედა: ლიეტუვა მხარს დაუჭერს ყველა ძალისხმევას, რათა საქართველომ არსებული პოლიტიკური ვითარება გადალახოს
Next post რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო 111 ვეტერანი მორაგბე განცხადებას ავრცელებს