სოზარ სუბარი: პარტნიორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კარგად ჩანს თუნდაც იქიდან, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ინიშნება ელჩად

Read Time:56 Second

პარტნიორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კარგად ჩანს თუნდაც იქიდან, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ძალიან წარმატებული მინისტრი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ინიშნება ელჩად. ეს ძალიან კარგად აჩვენებს ჩვენ დამოკიდებულებას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების მიმართ. – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა ყველაფერი კარგად იციან.

„2012 წლიდან მოყოლებული, პარტია რომელიც მაშინ საქართველოში ოპოზიციაში გადავიდა, უკრაინაში ხელისუფლებაშია. 2012 წლიდან თუ არა, 2014 წლიდან ნამდვილად ასეა. მაღალ თანამდებობებზე იყვნენ ადამიანები, რომლებიც საქართველოდან იყვნენ გაქცეულები და ძებნილები. ასეთ დროს გასაგებია, რომ ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენები, რაც საქართველოს წინააღმდეგ ხდება. ეს არის გარკვეული პოლიტიკის ნაწილი და ამას კომუნიკაცია ვერ უშველის.

ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს რაც ეხება, მათ ყველაფერი კარგად იციან, თუმცა ევროპარლამენტშიც არის რამდენიმე დეპუტატი, რომლებიც იგივე პოზიციაზეა, როგორზეც დავუშვათ საქართველოში ხატია დეკანოიძე და მისი თანაგუნდელები იყვნენ. სხვათა შორის, პარტნიორების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება კარგად ჩანს თუნდაც იქიდან, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი და ძალიან წარმატებული მინისტრი მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანაში ინიშნება ელჩად. ეს ძალიან კარგად აჩვენებს ჩვენ დამოკიდებულებას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების მიმართ. ისევე როგორც მანამდე, სახელმწიფო მინისტრი იყო დავით ბაქრაძე, რომელიც დაინიშნა ელჩად. ეს კარგად აჩვენებს საქართველოს ვექტორსაც და დამოკიდებულებასაც ჩვენი პარტნიორების მიმართ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა მდინარაძე: სრული ლუსტრაციის დრო დადგა, ვნახოთ, ომის პარტიის რამდენი ლიდერი და ჰიბრიდული ომის რამდენი ჯარისკაცი აირჩევს ღალატის ახალ ფორმას და დაეთანხმება ამაზრზენ ბრალდებას საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ
Next post ექსკლუზივი-მიცვალებულთა ქალაქი