სკოლებში COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი მესამე კვირაა იკლებს
გასული ერთი კვირის მონაცემის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით საგრძნობლად შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლებისა და ცალკეული კლასების რიცხვი.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 137 სკოლა და ცალკეული 358 კლასი.
„სწავლის სასკოლო სივრცეში განახლებიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 147 მასწავლებელი.
მესამე კვირაა სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.7%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს.
ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,9%.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება. სკოლები სრულად არიან აღჭურვილი პანდემიის პრევენციისათვის სასწავლო წლის ბოლომდე საჭირო რესურსების მარაგით.
სკოლებში მაქსიმალურად დაცულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციები და შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამ პროცესს მონიტორინგს საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სამინისტროს წარმომადგენლები უწევენ“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევარი DAAD-ს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი გერმანიის საერთაშორისო აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) საგრანტო...
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო [ფოტო]
ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მსვლელობა დაიწყო. მსვლელობის მონაწილეებს გამოტანილი აქვთ პლაკატი წარწერით: „ღირსებით ევროპისკენ“. ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, პროფესორ იოსებ სარჯველაძის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მწუხარებას გამოთქვამს აკადემიური საბჭოს წევრის, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის...
ტრისტან სარალიძე ცოცხალია ეს წუთია ვესაუბრე, ჩემი ვარსკვლავი ძამიკო კარგადაა და ყოველთვის კარგად იქნება
წუხელ, მსახიობ ტრისტან სარალიძის გარდაცვალების შესახებ გავრცელდა ცრუ ინფორმაცია. მალევე, სოციალურ ქსელში დაიწერა, რომ მსახიობი თურქეთშია და მკურნალობის კურსს გადის....
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერია მეტროსადგურებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზოგიერთი მეტროსადგური შეფერხებით მუშაობს. აღნიშნული ინფორმაცია არ...
მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობაა – კახური ტრადიციული მეღვინეობა ჯგუფის დამფუძნებელი
კახური ტრადიციული მეღვინეობა „KTW” ჯგუფის დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს. როგორც...