ბიძინა კულუმბეგოვი: მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ამ ინფექციას გადაიტანს – რაც უფრო მეტი აიცრება, მით უფრო ნაკლები გარდაცვლილი გვეყოლება

Read Time:26 Second

ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოში ეპიდვითარება დრამატულია. ალერგოლოგ-იმუნოლოგის განცხადებით, რაც უფრო მეტი აიცრება, მით უფრო ნაკლები გარდაცვლილი გვეყოლება.

„საქართველოში ეპიდვითარება დრამატულია, მივდივართ იმ გზისკენ, როდესაც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ამ ინფექციას გადაიტანს. რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება ვაქცინირებული, მით ნაკლები გვეყოლება დაავადებულიც და გარდაცვლილიც. ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები რაც მივიღეთ, კარგია. თუ გვინდა, რომ მძიმე დაავადებების შემთხვევები და სიკვდილობა შემცირდეს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ უფრო მეტი ასაკოვანი ადამიანი აიცრას“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 831 248 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 772 301, გარდაიცვალა 11 810 პაციენტი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მურმან დუმბაძე: “რასაც წამალი ვერ უშველის, უშველის დანა, რასაც დანა ვერ უშველის, უშველის ცეცხლი”
Next post სკოლებში COVID-19-ის გავრცელების მაჩვენებელი მესამე კვირაა იკლებს