საქართველოში სექსუალური შევიწროება „მეგობრულ შევიწროებად“ აღიქმება

Read Time:1 Minute, 54 Second

გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ევროკავშირის ერთობლივად ჩაატარებულ „ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017“-ში ნათქვამია, რომ სექსუალური შევიწროვება მეტწილად ნორმალიზებულია და მის შესახებ საუბარი მიღებული არ არის. ის ხშირად აღიქმება ე.წ. “მეგობრულ შევიწროებად” ან კომპლიმენტად. ინფორმაციას კვლევაზე „აიპრესი“ ავრცელებს.

კვლევის შერჩევის ჩარჩოდ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის 2014 წლის მონაცემთა ბაზა გამოიყენეს.

„კვლევა ჩატარდა პირისპირ ინტერვიუების მეშვე­ობით. საქართველოს მასშტაბით შერჩეული საველე პერსონალის რაოდენობამ შეადგინა 181 ადამიანი, მათ შორის 22 რეგიონული ზედამხედველი და 159 ინტერვიუერი. საველე სამუშაოები დაიწყო 2017 წლის 14 აგვისტოს და დამთავრდა 2017 წლის 29 სექტემბერს. მთლიანობაში, კითხვარი შეავსო 1564 წლის ასაკის 6006-მა ქალმა და 1601-მა კაცმა.

კვლევის შედეგად, ქალების მიერ განცდილი ძა­ლადობის გამოცდილებების შეჯამებისას დადგინ­და, რომ:

• ქალების 12%-ს სიცოცხლის მანძილზე განუც­დია მეუღლის/პარტნიორის ან არაპარტნიორის
მხრიდან ფიზიკური ან/და სექსუალური ძალა­დობა.

• 4-დან 1ქალზე მეტს (27%)სიცოცხლის მანძილზე განუცდია ფიზიკური ან/და სექსუალური ძა­ლადობა მეუღლის/პარტნიორის მხრიდან, ან სექსუალური ძალადობა არაპარტნიორის მხრი­­დან, მათ შორის ბავშვობაში განცდილი ძალადობა, ან სექსუალური შევიწროება.

კვლევით დასტურდება, რომ საქართველოში არაპარტნიორის მიერ განხორციელებული ძა­ლადობაც ფართოდ გავრცელებული პრობლე­მაა.

ძალადობა შედარებით გავრცელებულ პრობლემად დასახელდა თვისობრივი კვლევის ინტერვიუებში.

კერძოდ, ქალებმა განაცხადეს, რომ გამოუცდიათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა ოჯახის წევრების, მათ შორის მეუღლის მშობლების, ძმების, გერებისა და რძლების/მულების მხრიდან.

წინამდებარე კვლევა საქართველოში სექსუალური შევიწროების პირველი ყოვლისმომცველი მცდე­ლობაა. მიუხედავად იმისა, რომ საველე სამუშაოები #metoo კამპანიის დაწყებამდე ჩატარდა და ამ საკითხზე საზოგადოების ინფორმირებულობის დონე საკმაოდ დაბალი იყო, სექსუალური შე­ვიწროება და ადევნება გამოიკვეთა, როგორც ძალადობის საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ფორმები. საქართველოს კონტექსტში, თვისობრივი კვლევის მიხედვით, სექსუალური შევიწროება მეტწილად ნორმალიზებულია და მის შესახებ საუბარი მიღებული არ არის. ის ხშირად აღიქმება ე.წ. “მეგობრულ შევიწროებად” ან კომპლიმენტად.

თვისობრივ ინტერვიუებში ქალები ხშირად ახსე­ნებდნენ სექსუალური შევიწროებას სამუშაო ადგი­ლას. ისინი აცხადებდნენ, რომ მათ ხელმძღვანე­ლები სექსუალურ ურთიერთობებს სთავაზობდნენ.

მნიშვნელოვანია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ქალები სამსახურში აჰყავდათ არა მათი უნარებისა და კვალიფიკაციის, არამედ ფიზიკური გარეგნობის მიხედვით.

როგორც ერთმა ქალმა განმარტა, “ერთხელ გასაუბრებაზე მივედი კაცთან. მაქსი­ მალურად ვეცადე ჩამეცვა მოკრძალებულად – შავი შარვალი, შავი მაისური, დაბალქუსლიანი ფეხ­საცმელი, არავითარი მაკიაჟი. როდესაც ოთახში შევედი, მან მითხრა, რომ მას ესმოდა [რატომ მავიწროვებდნენ] და მე ვიყავი იმ კატეგორიის ქალი, რომლის შევიწროებაც შესაძლებელი იქნე­ბოდა[…]. მისი აზრით, ეს კომპლიმენტი იყო.
მე ტირილი დავიწყე, რადგან არაფრის თქმა ან გაკეთება შემეძლო“. (ქალი, ფოკუს ჯგუფის მონა­წილე)“- ამის შესახებ ნათქვამია “ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 2017“-ში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post პარლამენტი ზარალის ანაზღაურების გარანტიის წარდგენის ვადას ზრდის
Next post გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში ჩავა