პარლამენტი ზარალის ანაზღაურების გარანტიის წარდგენის ვადას ზრდის

Read Time:53 Second

მოსარჩელის მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების გარანტიის წარდგენის ვადა იზრდება. ინფორმაციას “კომერსანტი” ავრცელებს.

საკონსტიტუციო სასამართლოში „ჯორჯიან მანგანეზის” მიერ საქართველოს პარლამენტისთვის მოგებული საქმის შესაბამისად, ცვლილება „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შედის  და კოდექსის 199-ე მუხლი ახლებურად ყალიბდება.

კერძოდ, პირი, რომელმაც მიმართა სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ვალდებულია განახორციელოს მოპასუხისათვისმოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, მოქმედი რედაქციით გათვალისწინებული 7 დღის ნაცვლად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, რომელიც  არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.

ინიცირებული კანონპროექტი დავის განმხილველ სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას, შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, თავად განსაზღვროს  ვადა გონივრული დროით, რაც სწრაფი მართლმსაჯულების უფლებას შეესაბამება. ამასთან,  განისაზღვრა სასამართლოს განჩინების გასაჩივრების ვადად 5 დღე, რაც მოქმედი კანონმდებლობით არ იყო რეგულირებული და არ იძლეოდა უფლების დაცვის გარანტიას.

„ჩვენ, ეს კანონპროექტი გადავუგზავნეთ მთავრობას, ასევე სხვა უწყებებსაც. ყველა მოსაზრება გავითვალისწინეთ და საბოლოოდ ეს რედაქციააშემოთავაზებულია,  სადაც ზუსტად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად დაკონკრეტდა ვადა“,-განაცხადა კანონპროექტის ინიციატორმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

შეგახსენებთ, კომპანია ჯორჯიან მანგანეზი მიიჩნევდა, რომ 7 დღიან ვადა იყო არაგონივრულად მცირე, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების გარანტია დიდი ოდენობის თანხის მობილიზებას გულისხმობს, რისთვისაც ობიექტურად საჭიროა 7 დღეზე მეტი დრო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურიდან 45 თანამშრომელი დაითხოვეს
Next post საქართველოში სექსუალური შევიწროება „მეგობრულ შევიწროებად“ აღიქმება