ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურიდან 45 თანამშრომელი დაითხოვეს

Read Time:25 Second

ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ა(ა)იპ-ებში მიმდინარე რეორგანიზაციის ფარგლებში ფილიალებიდან 45 თანამშრომელი გათავისუფლდა. ინფორმაციას “ნიუპრესი” ავრცელბს.

“ფილიალებში, ისევე როგორც ადმინისტრაციაში, თანამშრომლები გაფორმებული იყვნენ ზოგადი სპეციალისტის სტატუსით. ამჟამად ზოგადი სპეციალისტის შტატები გავაუქმეთ. 58-ვე ადამიანი მიიღებს ერთთვიან კომპენსაციას. გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახურში დაბრუნების შესაძლებლობა აქვთ. ერთი თვის განმავლობაში დარგის სპეციალისტებად ხელშეკრულებით  მოხდება იმ ადამიანების აყვანა, რომლებიც წარმოდგენილი ანგარიშებისა და დახასიათებების საფუძველზე შეირჩევიან,”- განმარტეს ა(ა)იპ-ში.

კომისიას დახასიათებების განხილვისათვის 20 დღე დასჭირდება. რაც შეეხება ფილიალებიდან გათავისუფლებულ თანამშრომლებს, მათი რაოდენობა სკოლების მიხედვით სხვადასხვაა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბათუმის მოვლენების ორგანიზებისთვის ბრალდებულებმა საპატიმრო დატოვეს
Next post პარლამენტი ზარალის ანაზღაურების გარანტიის წარდგენის ვადას ზრდის