საქართველოში კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 014 პაციენტი

Read Time:41 Second

საქართველოში კორონავირუსის 3 950 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 014 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 40 პაციენტი.

ამასთან, მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 54 482 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 32 510, „პისიარ“-ტესტით – 21 972.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 7,25%, ბოლო 14 დღის – 8,66%, ბოლო შვიდი დღის – 8,33%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 861 883 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 801 864 გამოჯანმრთელდა, 12 298 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 224 629 აცრა, დღიურად აცრილია 11 889.

კარანტინის რეჟიმშია 35, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 528 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 155 პირი.

ამასთან, 3 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 4 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 397 პაციენტი, გარდაიცვალა 67.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოში ორჯერადად 1 000 000 ადამიანია აცრილი
Next post დააკავეს კაცი, რომელმაც „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების აქციაზე პოლიციელს თავის არეში დროშის ტარით ფიზიკური დაზიანება მიაყენა